ახალი ამბები

სხვა სიახლეები
Tbilisi Open Air თავისუფლების, მრავალფეროვნებისა და მუსიკალური თავგადა...

Tbilisi Open Air, ყველაზე დიდი მუსიკალური ფესტივალი სამხრეთ კავკასიის რეგიონში, სიამაყით აღნიშნავს 15 წლის იუბილეს. დაარსების დღიდან 2009 წელს, Tbilisi Open Air დგას თავისუფლების, მრავალფეროვნებისა და ტოლერანტობის სადარაჯოზე. აერთიანებს სხვადასხვა მუსიკალურ ჟანრებს და განსხვავებული ასაკის, სქესისა თუ წარმომავლობის ადამიანს თავს უყრის ერთ სივრცეში. 15 წლის განმავლობაში ფესტივალმა უმასპინძლა ათასზე მეტ არტისტსა და რამდენიმე ასეულ ათას მსმენელს.2024 წელს Tbilisi Open Air-ს შემოუერთდა თბილისის ღამის კლუბი, KHIDI, რომელიც ღამის სცენის წარმდგენი იქნება ელექტრონული სცენის მეორე წარმომადგენელთან, Zion Garden-თან ერთად.ბილეთები:EARLY BIRD:- 3-დღიანი აბონემენტი - 150 ლარი (თიბისი VISA სადებეტო ბარათებით გადახდისას - 120 ლარი){{ EARLY BIRD-ის ეტაპზე გაიყიდება მხოლოდ ძალიან შეზღუდული რაოდენობის 3-დღიანი აბონემენტები. დღიური ბილეთების გაყიდვა Early Bird-ის ამოწურვის შემდეგ დაიწყება.მხოლოდ ამ პერიოდში, თიბისი ბანკის VISA სადებეტო ბარათებით შეძენისას, იმოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება. შეთავაზება არ ეხება ბიზნეს და საკრედიტო ბარათებს }}.I კალათა:- 3-დღიანი აბონემენტი - 160 ლარი; - დღიური ბილეთი - 65 ლარიII კალათა: - 3-დღიანი აბონემენტი - 190 ლარი; - დღიური ბილეთი - 80 ლარიფესტივალის დღეები/კარზე: - 3-დღიანი აბონემენტი - 200 ლარი; - დღიური ბილეთი - 90 ლარილაინ აფი:MAIN STAGE21 ივნისი, პარასკევიAURORA || ARCHIVE || MOKUMOKU || MECHANICAL RAINBOW || NEWCOMER 202422 ივნისი, შაბათიM.I.A. || CIRCUS MIRCUS || KILLAGES || AVARA || ბაჩო ჯიქიძე & ესთეტი ბიჭები23 ივნისი, კვირაMASEGO || LA FEMME || SHE WANTS REVENGE || PSYCHONAUT 4 || LOUDSPEAKERSKHIDI STAGE21 ივნისი, პარასკევიSOFT CRASH (Pablo Bozzi & Phase Fatale) || ANCIENT METHODS b2b OTHR ||SAPHILEAUM b2b FREQUENCY SHIFTER || VULKANSKI b2b NEUX22 ივნისი, შაბათიSPEEDY J (Hybrid DJ/Live) || KEN ISHII || TAKAAKI ITOH || RYUJI TAKEUCHI || BOYD SCHIDT b2b LIZA RIVS23 ივნისი, კვირაELLEN ALLIEN ||REGAL || DAVID VUNK || PURITAN (Live) || SEVDAZION GARDEN21 ივნისი, პარასკევიATMOS || OBRI || SOYL & ANCIENT OM || ACIDWAVE22 ივნისი, შაბათი/ PARVATI NIGHT /ARJUNA || JAHBO || GAPPEQ || PARVATI JAM || OOGWAY23 ივნისი, კვირაDRIP DROP || TADAYAN || KATANA || DM3 || CHIKOVANISINGER STAGE21 ივნისი, პარასკევი(DAY)DINI VIRSALADZE QUARTET || DAVID DELGMA || NEWCOMER 2024(NIGHT)LEBANON HANOVER || LUKA TOPURIA QUARTET22 ივნისი, შაბათი(DAY)SEXY BICYCLE || RESO KIKNADZE QUARTET || TATIA || STUTTTER(NIGHT)AFTERNOON VERSION || NEWCOMERS 202423 ივნისი, კვირა(DAY)WILL KOLAK || MAIKERU || GUJA MARDINI QUARTET || ნუ მიეყრდნობით(NIGHT)HIGH FADE || JAM SESSION GEORGIA BY SANDRO NIKOLADZE

1710846728

ევროკავშირი რუსეთიდან და ბელორუსიიდან მარცვლეულზე 95 ევროს ოდენობის გა...

მოსალოდნელია, რომ ამან უნდა გამოიწვიოს ამ მარცვლეულზე ფასების ზრდა მინიმუმ 50%-ით და შეამციროს მასზე მოთხოვნა.50%-იანი გადასახადი ასევე დაწესდება რუსულ და ბელორუსულ ზეთოვან თესლებსა და მათ გადამუშავებულ პროდუქტებზე.

1710845573

სომხური ბანკების უმეტესობა რუსული Мир-ის ბარათებს აღარ მიიღებს

VTB-ს წარმომადგენლის თქმით, მათი სომხური ფილიალი გამონაკლისს წარმოადგენს."30 მარტიდან მომხმარებლებისთვის მიუწვდომელი გახდება (რედ. - Мир-ის ბარათებით) უნაღდო გადახდა POS ტერმინალებში და ნაღდი ფულის გატანა რესპუბლიკაში სხვა ბანკების ბანკომატებით". - თქვა VTB-ს სომხური ფილიალის წარმომადგენელმა.Мир-ის ბარათების ოპერატორზე, რუსეთის გადახდის ბარათების ეროვნულ სისტემაზე (НСПК) 2024 წლის თებერვლიდან აშშ-ს სანქციები არის დაწესებული. სანქციების დაწესების დროისთვის Мир-ის ბარათებს რუსეთის გარდა სომხეთში, ყაზახეთში, ბელარუსში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთში, ვიეტნამში, ვენესუელაში, კუბაში, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში გამოიყენებოდა.მანამდე, 2021 წელს აშშ-ს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოთქმული გაფრთხილების ფონზე, რომ მზად არის სანქციები დაუწესოს იმ საფინანსო ინსტიტუტებს, რომლებიც რუსეთის ფარგლებს გარეთ რუსული გადახდის სისტემის გამოყენებას შეუწყობენ ხელს, ყაზახეთის უმსხვილესმა სახალხო ბანკმა და ვიეტნამის BIDV-მა შეწყვიტეს რუსეთის გადახდის სისტემა მირის ბარათების მომსახურება.

1710842671

საქართველო ფორმაშია - საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საფეხბურთ...

შეხვედრა თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება (დასაწყისი 21:00 საათი), სადაც გამოვლინდება ფინალისტი, რომელიც თავის მხრივ დაელოდება მეტოქეს – საბერძნეთსა და ყაზახეთს შორის გამარჯვებულს.ფინალური მატჩიც თბილისში გაიმართება.როგორც ყოველთვის, განსაკუთრებული მნიშვნელობა და გავლენა ექნება დინამო არენაზე შეკრებილი გულშემატკივრის საერთო განწყობას, შემართებასა და თამაშში ჩართულობას. გულშემატკივრობის მნიშვნელობა ყველაზე კარგად ესმის საქართველოს ბანკს, რომელიც საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია. ბანკმა უკვე დაიწყო მზადება და საქართველოც ფორმაში ჩააყენა. ქალაქში ბევრგან შეხვდებით ბილბორდებსა და ეროვნული ნაკრების ფორმაში „გადაცმულ“ ბანკის ფილიალებს.

1710840773

ჩინეთში Credit Suisse-ის ბიზნესს ჯეკ მას კომპანია $250 მილიონად ყიდულო...

გადაწყვეტილება კომპანიაში რესტრუქტურიზაციის მოტივით და საერთაშორისო გაფართოების სტრატეგიის შეცვალ აიხსნა.აღსანიშნავია, რომ Credit Suisse-ის აქტივების შეძენით კენ გრიფინის Citadel Capital-იც იყო დაინტერესებული, რომელიც უმსხვილესი ჰეჯ-ფონდია, თუმცა, როგორც ჩანს, აუქციონში ჯეკ მას Ant Group-მა გაიმარჯვა.ექსპერტების შეფასებით, Credit Suisse-ის აქტივების შესყიდვით Ant Group-ს კაპიტალის ბაზარზე თავის დამკვიდრება და საბანკო-საინვესტიციო მიმართულებით განვითარება სურს.შეგახსენებთ, რომ Ant Group-ის მფლობელობაშია აზიის რეგიონში ყველაზე მოთხოვნადი საგადახდო პლატფორმა Alipay, რომელიც მილიარდ მომხმარებელს აერთიანებს.რაც შეეხება უშუალოდ ჯეკ მას, Bloomberg-ის შეფასებით, მისი ქონება 31 მილიარდ დოლარს აღწევს.

1710840228

საქართველოს ეკონომიკის სექტორები ყველაზე დიდი სავაჭრო დეფიციტით - Galt...

2023 წელს საქართველოში საგარეო ვაჭრობის დეფიციტმა 9.4 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 18.3%-ით აღემატება. აღსანიშნავია, რომ 2023 წელს საქონლის ექსპორტი 9.1%-ით, რეკორდულ 6.1 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზარდა, თუმცა ასევე რეკორდული იყო იმპორტის მოცულობაც, რომელიც წლიურად 14.5%-ით გაიზარდა და 15.5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.საქართველოს ეკონომიკაში ყველაზე მსხვილი სექტორი 15%-იანი წილით ვაჭრობაა და ყველაზე დიდი სავაჭრო დეფიციტიც ამ სექტორში ფიქსირდება. ამასთან, ბოლო 5 წლის საგარეო ვაჭრობის სტატისტიკას თუ შევხედავთ, დეფიციტის 80%-ზე მეტს ვაჭრობის სექტორი განაპირობებს (ეს სექტორი მოიცავს  ყველა სახის საქონლით საცალო და საბითუმო ვაჭრობას), სადაც დეფიციტმა 2023 წელს. 7.6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. თავის მხრივ, ამ სექტორში საგარეო სავაჭრო დეფიციტს ძირითადად სამომხმარებლო საქონლით, ავტომობილებით და საწვავით ვაჭრობა განაპირობებს. აღსანიშნავია, რომ ეს სავაჭრო დეფიციტი არ ნიშნავს რომ ეკონომიკაში დამატებული ღირებულება არ იქმნება. პირიქით, ვაჭრობის სექტორი საქართველოს ეკონომიკური ზრდის ყველაზე დიდი კონტრიბუტორია.ვაჭრობის სექტორის შემდეგ, ყველაზე დიდი საგარეო სავაჭრო დეფიციტი არის ტრანსპორტისა (-515 მლნ აშშ დოლარი) და მშენებლობის (-391 მლნ აშშ დოლარი) დარგებში. აღსანიშნავია, რომ მშენებლობის სექტორში სავაჭრო დეფიციტს ძირითადად სამშენებლო მასალებზე მზარდი მოთხოვნა განაპირობებს.ამასთან, არის დარგები, რომელთაც დადებითი სავაჭრო ბალანსი აქვთ, ასეთია: სამთომოპოვებითი და დამამუშავებელი მრეწველობა, პროფესიული & სამეცნიერო საქმიანობები და ელექტროენერგიის მიწოდება. განსაკუთრებით აღსანიშნავია, ელექტროენერგიის მიწოდების სექტორი, სადაც 2023 წელს საქართველო ელექტროენერგიის წმინდა ექსპორტიორი გახდა. აღნიშნული განაპირობა, ერთის მხრივ, ელექტროენერგიის ადგილობრივი მოხმარების კლებამ და შესაბამისად, იმპორტის შემცირებამ. ხოლო მეორეს მხრივ, საქართველოდან მზარდმა ექსპორტმა თურქეთის მიმართულებით, სადაც ელექტროენერგიის ფასი გლობალური ენერგეტიკული კრიზისის შემდეგ საკმაოდ მაღალ დონეზე შენარჩუნდა.მომდევნო 10 წლის განმავლობაში, საგარეო ვაჭრობის სტრუქტურაში დიდ ცვლილებებს არ ველოდებით. თუმცა, ძირითადად ექსპორტის იმპორტზე უფრო სწრაფად ზრდის ხარჯზე მოსალოდნელია სავაჭრო დეფიციტის ეტაპობრივი კლება.

1710839654