ახალი ამბები

სხვა სიახლეები
რა საზაფხულო აქცია აქვს ლიბერთის და როგორ უნდა ისარგებლოს მომხმარებელმ...

„შესაბამისად, ვისაც კარგი შეთავაზების კარგი პირობებით მიღება სურს, უნდა იჩქაროს. აქციის ფარგლებში ლიბერთის მომხმარებელი  ისარგებლებს ქეშბექით, ანუ სესხის აღებიდან 1 თვის ვადაში, მას აღებული თანხის 2% დაუბრუნდება ანგარიშზე და მომხმარებელი მისი ნებისმიერი მიზნით გამოყენებას შეძლებს. სესხის გაცემამდე, ჩვენ სიღრმისეულად ვაანალიზებთ მომხმარებლების შემოსავლებს და საჭიროებებს და ამის მიხედვით ვიღებთ გადაწყვეტილებას. ჩვენი სეგმენტის მომხმარებლების ბიზნესები და აგრო მეურნეობების უმეტესი ნაწილი მკვეთრად გამოხატული სეზონურობით ხასიათდება. კერძოდ, ბიზნესები ემზადებიან ზაფხულისთვის, ივსება მარაგები, ფერმერები და აგრო მეურნეობები კი ეწევიან საგაზაფხულო სამუშაოებს, რისთვისაც უწევთ ხარჯების გაწევა. შემოსავლის მიღებას კი იწყებენ მოსავლის აღების და რეალიზაციის შემდეგ. სწორედ ამიტომ, გადახდებს ვურგებთ შემოსავლებს, რაც გულისხმობს, როგორც საშეღავათო პერიოდის მიცემას, ისე ნებისმიერი ტიპის არასტანდარტულ გრაფიკს“, - განმარტავს ირაკლი აბაშიძე.ლიბერთის მიკრო და მცირე ბიზნესის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ხათუნა ჭელიძე ამბობს, რომ სესხის აღებისთვის და აქციაში ჩართვისთვის, მთავარია მომხმარებელს შემოსავალი  ბიზნესიდან ან აგრომეურნეობიდან ჰქონდეს.მისივე განმარტებით, სესხის თანხა განისაზღვრება 1,000-დან 50,000 ლარამდე. რაც შეეხება სესხის მიზნობრიობას, ის შეზღუდული არ არის. კერძოდ, მომხმარებელს შეუძლია ეს თანხა  გამოიყენოს ბიზნეს და აგრო მეურნეობის გასაფართოებლად,  ან პირადი მიზნებისთვის.„ჩვენს მომხმარებლებს, გარდა ქეშბექისა, აქციის ფარგლებში ფინანსურ რესურსებზე სწრაფად წვდომასაც ვთავაზობთ - განაცხადის შევსებიდან რამდენიმე საათში შეუძლია სესხით სარგებლობა. საგაზაფხულო სამუშაოებისას, დრო განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, ამიტომ ამ კუთხითაც ვუქმნით ჩვენს მომხმარებლებს კომფორტს და იგი ყოველგვარი ბიუროკრატიის გარეშე იღებს სესხს და თან აქციაშიც ერთვება. და რა თქმა უნდა, ამ სეგმენტის კლიენტებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი - აღნიშნული სესხები გაიცემა უზრუნველყოფის გარეშე. ვგულისხმობთ, რომ სესხის ასაღებად, არ მოითხოვება არც უძრავი ქონება და არც თავდებობა“, - ამბობს  ხათუნა ჭელიძე.ბანკის ინფორმაციით, ქეშებქად დაბრუნებული თანხა, სესხის გაცემიდან 1 თვეში,  მომხმარებლის ანგარიშზე განთავსდება.აქციის დაანონსებიდან ერთ თვეზე მეტი უკვე გასულია და როგორც ლიბერთის მიკრო და მცირე ბიზნესის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე აცხადებს, აქციაში ჩართვისთვის ყველა რეგიონიდან დიდი აქტიურობა ფიქსირდება.ლიბერთიმ კამპანიის „გაზარდე შენი ბიზნესის“ განხორციელება 2023 წლიდან დაიწყო და მომხმარებლების მხრიდან დაინტერესება იმდენად მაღალი იყო, რომ ბანკმა აქცია წელსაც ჩაუშვა.„ზოგადად, ვცდილობთ, რომ ყველა ჩვენი პროდუქტი და მომსახურება ზუსტად იყოს მორგებული კამპანიის შინაარსს და მომხმარებლების ინტერესებს. კამპანია კიდევ უამრავი სიახლით გაგრძელდება, დავრჩებით ორიენტირებულნი მომხმარებლების შემოსავლებსა და საჭიროებებზე, რათა ხელი შევუწყოთ ბიზნესების და აგრომეურნეობების განვითარებას ჩვენს ქვეყანაში“, - ამბობს ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნეს მიმართულების დირექტორის მოადგილე ირაკლი აბაშიძე.მისივე განმარტებით, ბანკი საკუთარ მომხმარებელს საკმაოდ მოქნილს პირობებს სთავაზობს და როცა ისინიც ხედავენ, რომ ლიბერთი მათი გრძელვადიანი პარტნიორია უფრო თამამად მოდიან თანამშრომლობაზე.„ჩვენ მომხმარებლის შემოსავლებით ვხელმძღვანელობთ, ვცდილობთ, სწორად შევაფასოთ ისინი და სწორედ შეფასებული შემოსავლებიდან გამომდინარე გავცეთ სესხი. ჩვენი ინტერესიცაა, მომხმარებელი რაც შეიძლება სწორად დაფინანსდეს, რათა თანხა ფინანსურ ტვირთად კი არ ექცეს, არამედ მისი მეშვეობით ბიზნესი გაზარდოს. ამიტომ, როცა მომხმარებლები ხედავენ, რომ ჩვენ მათი გრძელვადიანი პარტნიორები ვართ, უფრო თამამად მოდიან თანამშრომლობაზე. ამ ყველაფერს მოქნილი პირობების მქონე აქციაც რომ ემატება, მომხმარებლების მხრიდან მომართვიანობაც იზრდება“, - აღნიშნა ირაკლი აბაშიძემ.

1713272008

ვინ ვეღარ აიღებს სესხს უცხოურ ვალუტაში?

ცვლილებების მიხედვით, ლარით გაცემულ სესხად/საბანკო კრედიტად არ მიიჩნევა ნებისმიერი ფორმით უცხოურ ვალუტაზე მიბმული ან ინდექსირებული სესხი/საბანკო კრედიტი.ამასთანავე, მოთხოვნა არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ სესხის ან საბანკო კრედიტის გაცემის შედეგად მსესხებლის ჯამური ვალდებულებები ამავე გამსესხებლის მიმართ 400 000 ლარს აღემატება. აღსანიშნავია ისიც, რომ ჯამური ვალდებულებების დათვლისას ფულადი სახსრებით უზრუნველყოფილი ან/და თავდებობით ნაკისრი ვალდებულებები არ უნდა იყოს გათვალისწინებული.გარდა ამისა, ცვლილება არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ კრედიტი გაიცემა საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირზე ან/და საქართველოში არარეგისტრირებულ იურიდიულ პირზე ან მაშინ, როცა სესხი/საბანკო კრედიტი სრულად არის უზრუნველყოფილი ფულადი სახსრებით იმავე ვალუტაში.

1713270369

2023 წელს საქართველოს მოსახლეობამ სიგარეტში 4-ჯერ მეტი გადაიხადა, ვიდრ...

ამასთან, 2023 წლის განმავლობაში სამედიცინო დაზღვევის სახეობაში მოზიდულმა პრემიამ 447 მლნ. ლარი შეადგინა.წინა წელს ეს მაჩვენებელი 375,4 მლნ. ლარი იყო.გალტ & თაგარტის სწრაფად რეალიზებადი სამომხმარებლო პროდუქციის – FMCG ს სექტორის 2023 წლის მონაცემებით, თამბაქოს რეალიზაციამ გასულ წელს ამ სექტორის 8% ანუ 1,7 მილიარდი ლარი შეადგინა. დაზღვევაში კი მოსახლეობამ, როგორც აღინიშნა, იგივე წელს 447 მილიონი ლარი გადაიხადა. ანუ წელიწადში მოქალაქეებმა ჯანმრთელობისთვის მავნე პროდუქტში იმაზე თითქმის 4-ჯერ მეტი გადაიხადა, ვიდრე დაზღვევაში.jandacva.ge

1713269048

ევროკავშირის ექსპერტებმა ქართული მობილური კომუნიკაციების ბაზარი არაკონ...

„ბაზრის შესწავლის შედეგად, ექსპერტებმა „მაგთიკომი" მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორად მიიჩნიეს და მისთვის სპეციფიკური ვალდებულებები განსაზღვრეს. ComCom-მა დღეს კომპლექსური კვლევის შედეგები და გადაწყვეტილების პროექტი საჯარო განხილვებისთვის გამოაქვეყნა. იმ შემთხვევაში, თუ განხილვების შემდეგ კომისიის წევრები საბოლოო გადაწყვეტილებაში ევროკავშირის ექსპერტების დასკვნას გაიზიარებენ, „მაგთიკომი" მნიშვნელოვანი ძალის ოპერატორად გამოცხადდება და შესაბამისი ვალდებულებები დაეკისრება.კომპლექსური კვლევის ფარგლებში, ევროკომისიის ბაზრის ანალიზის სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად, თავდაპირველად შესწავლილი იქნა მობილური მომსახურებების საცალო ბაზარი.  კონკურენციის იდენტიფიცირებული პრობლემების შემდგომ, საჭირო გახდა შესაბამისი საბითუმო ბაზრების დადგენა და აღნიშნულ ბაზრებზე სამი კრიტერიუმის ტესტის ჩატარება პოტენციურად წინასწარ რეგულირებას დაქვემდებარებადი საბითუმო ბაზრების გამოვლენის მიზნით. შესწავლილი გარემოებების შედეგად ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ მობილური მომსახურებების საცალო და მობილური დაშვების საბითუმო ბაზარი საქართველოში დაბალი დინამიკურობით, ინოვაციების სიმწირითა და ასევე პროგრესის დეფიციტით ხასიათდება და ხაზი გაუსვეს, რომ წინასწარი (ex-ante) რეგულირების არ არსებობის პირობებში, ეს მოცემულობა არ შეიცვლება. აქედან გამომდინარე, პოტენციურად რეგულირებას დაქვემდებარებად საბითუმო ბაზარზე ჩატარდა დამატებით სიღრმისეული კვლევა, რომლის შედეგადაც, ევროკავშირის ექსპერტებმა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორი გამოავლინეს და მისთვის სპეციფიკური ვალდებულებები განსაზღვრეს, რაც, მათი მტკიცებით, მობილური მომსახურებების ბაზარზე არსებულ არაკონკურენტულ მდგომარეობას გააუმჯობესებს და მომხმარებლებისთვის მრავალფეროვან არჩევანს და ხელმისაწვდომ პირობებს შექმნის.კომპლექსურ კვლევაზე დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში კომუნიკაციების კომისია ბაზრის ანალიზის შედეგებს 6 ივნისის, საჯარო სხდომაზე განიხილავს, ხოლო 17 მაისამდე დაინტერესებულ მხარეებს კომპლექსური კვლევის შედეგებთან დაკავშირებით, უკუკავშირის წარმოდგენა შეეძლებათ. გარდა ამისა, ორი წლის განმავლობაში, კომისიის მხრიდან კვლევის ყველა ეტაპზე უზრუნველყოფილი იყო საქართველოში არსებული ტელეკომ ოპერატორების ჩართულობა.შეგახსენებთ, რომ 2022 წელს, კომუნიკაციების კომისიამ, ევროკავშირის დაფინანსებითა და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების დახმარების („AA Facility II") ფარგლებში, ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად, დაიწყო მუშაობა საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის კომპლექსური კვლევის პროექტზე, რომელიც საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე კონკურენციის გაუმჯობესებას, ასევე მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი, ხარისხიანი თუ ხელმისაწვდომი მომსახურებების უზრუნველყოფასა და ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების მიხედვით, საქართველოს მარეგულირებელი ჩარჩოს ევროპულთან დაახლოებას ემსახურება. კომპლექსური კვლევა ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, ამ მასშტაბის კვლევა კი, აქამდე ქართულ ტელეკომ ბაზარზე არ ჩატარებულა. ევროკავშირის ექსპერტების მიერ ჩატარებულ კვლევას ასევე რევიზია TAIEX-ის (ევროკავშირის ტექნიკური დახმარებისა და  ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტი) ექსპერტებმა გაუწიეს“, – ნათქვამია კომკომის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

1713268005

ოტო მოტორსი ფართოვდება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

ოტო მოტორსი 2008 წლიდან ოპერირებს და ის საავტომობილო პროდუქციის იმპორტს 20-ზე მეტი ქვეყნიდან ახდენს. კომპანია ქართულ ბაზარზე 100-ზე მეტი საერთაშორისო ბრენდით არის წარმოდგენილი და სრულად ფარავს ავტომობილის მოვლა-შეკეთებისთვის საჭირო ნებისმიერ მოთხოვნას, იქნება ეს ნაწილი თუ დანადგარები, რაც ხელს უწყობს ბაზარზე არსებული სხვადასხვა სეგმენტური საჭიროების დაკმაყოფილებას.აღნიშნული პროექტი წეროვანში, 9,000 კვ.მ მიწის ფართობზე, 8000 კვ.მ სასაწყობე სივრცის აშენებას და მოწყობას გულისხმობს, რომელიც სასაწყობო სივრცესა და სხვადასხვა პროდუქციის შოურუმს გააერთიანებს. ის ულტრათანამედროვე ინვენტარით იქნება აღჭურვილი. ამჟამად ოტო მოტორსსა და მის შვილობილ კომპანიებში 200 - ზე მეტი ადამიანი არის დასაქმებული. 2024 წლის ბოლომდე კომპანია ამ რიცხვის გაორმაგებას გეგმავს.„ოტო მოტორსი წლებია ბაზარზე წარმატებულად ოპერირებს. ამ წლების განმავლობაში განვითარებული სადისტრიბუციო ქსელი კი დღეს უკვე მთელ საქართველოს ფარავს. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ განვითარდეთ და ჩვენს მომხმარებლებს სიახლეები შევთავაზოთ. ჩვენი პარტნიორი საქართველოს ბანკის ხელშეწყობით, წეროვანში 9000 კვადრატულ მეტრზე სასაწყობე სივრცის აშენება უკვე დაწყებულია და წლის ბოლომდე დასრულებას ვგეგმავთ. შენობა აღჭურვილი იქნება ულტრათანამედროვე ინვენტარით და ის შშმ პირებისთვის სრულად იქნება ადაპტირებული.  პროექტის მიზანია, ცენტრალიზებული გახადოს ოტო მოტორსის საბითუმო გაყიდვები და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი ბიზნეს ოპერაცია, რაც საშუალებას მოგვცემს, ბაზარზე ზრდის უწყვეტი ტემპი შევინარჩუნოთ. გარდა ამისა, მიმდინარე წელს არაერთ სიახლე იგეგმება, მათ შორის, რამდენიმე ახალი ფილიალის გახსნა. ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ უახლოეს მომავალში, ოტო მოტორსი  ერთ-ერთი ცნობილი სპეცტექნიკის მწარმოებელი ბრენდის წარმომადგენელი გახდება საქართველოში. მნიშვნელოვანი სიახლეები გვექნება მომხმარებელთა ლოიალურობის მიმართულებითაც და ბაზარზე ახალ პროდუქტს წარვადგენთ, რომლის მიზანი  მომხმარებლებისთვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდება და ავტომობილის მოვლა-შეკეთების ხარჯების დაზოგვა იქნება“, - განაცხადა თამუნა ბაქრაძემ, ოტო მოტორსის საოპერაციო დირექტორმა.“საქართველოს ბანკისთვის ბიზნესის ხელშეწყობა და განვითარება წლებია უცვლელი პრიორიტეტია და მიგვაჩნია, რომ ჩვენს პარტნიორ ბიზნესებთან ერთად, საქართველოს ეკონომიკისთვის ერთ - ერთ მნიშვნელოვან კონტრიბუტორებს წარმოვადგენთ. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი მხარდაჭერით, ოტო მოტორსი კიდევ უფრო მეტად ფართოვდება და ახალ სასაწყობე სივრცეს აშენებს. ეს კომპანიას ბაზარზე კონკურენტული უპირატესობის მოპოვების შესაძლებლობას მისცემს. მსგავსი პროექტების განხორციელება, განსაკუთრებით რეგიონებში,ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დამატებით სამუშაო ადგილები იქმნება. კომპანია სამომავლოდ რამდენიმე ახალი ფილიალის გახსნას და ახალი ბრენდების შემოყვანას გეგმავს. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ გუნდს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და აქტიურ რეჟიმში განვაგრძობთ ბიზნესის მხარდაჭერას და გაძლიერებას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, გიორგი წეროძემ

1713266820

რუსეთის უმსხვილესი ალუმინის მწარმოებელი სანქციების გამო მთავრობისგან ს...

მათი თქმით, Rusal სთხოვს რუსეთის ხელისუფლებას, როსრეზერვისგან შეიძინოს 2023 წლის მთლიანი ექსპორტის მოცულობის ნახევარი ძველ ფასებში (სანქციების დაწესებამდე), ასევე გაათავისუფლოს ფერადი მეტალურგიის საწარმოები საექსპორტო გადასახდელებისგან.კომპანიამ ასევე გააფრთხილა მთავრობა წარმოების მიმდინარე მოცულობის მეოთხედით შემცირების რისკების შესახებ, აღნიშნა გამოცემის ერთ-ერთმა თანამოსაუბრემ. Rusal-ის წინადადება გაეგზავნა მინისტრთა კაბინეტს "მუშა მდგომარეობაში და ჯერ არ არის ოფიციალური", - თქვა სხვა წყარომ.აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის სანქციებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს Rusal-ის ექსპორტის თითქმის მესამედზე - ეს არის 1,5 მილიონი ტონა, განუცხადა რუსულ "კომერსანტს" ინფორმირებულმა წყარომ. მისივე თქმით, კომპანიაში მიაჩნიათ, რომ აკრძალვამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს ნახევარფაბრიკატებისა და დამატებითი ღირებულების მქონე პროდუქციის ექსპორტზე.„აშშ-ის აგრესიული მცდელობები, აიძულოს მესამე ქვეყნები, როგორიცაა თურქეთი და ჩინეთი, გაწყვიტონ ურთიერთობა რუსეთთან, კიდევ უფრო ართულებს სიტუაციას. ეს პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენს მიწოდების ჯაჭვს, განსაკუთრებით გლობალური წარმოების ქსელების ურთიერთდაკავშირებული ბუნების გათვალისწინებით“, - განუცხადა წყარომ ჟურნალისტებს. მან აღნიშნა, რომ ამ ვითარებაში კომპანიას მოუწევს პროდუქციის საწყობებში გაგზავნა.

1713265404