ახალი ამბები

სხვა სიახლეები
ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი რეგიონის და ევროპის მასშტაბით შთამბეჭდავ...

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, ეკონომიკური ზრდა დივერსიფიცირებულია და ეკონომიკური აქტივობის ზრდა ფიქსირდება ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში.„ეს მაჩვენებლები რეგიონის და ევროპის მასშტაბით შთამბეჭდავია, თუმცა ჩვენი მიზანია, ერთი მხრივ, შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი და დავაჩქაროთ პოტენციური ზრდა, ხოლო მეორე მხრივ, ეკონომიკური ზრდა გავხადოთ უფრო მეტად ინკლუზიური, რათა ეკონომიკური ზრდის სარგებელი საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე აისახოს“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.ვახტანგ ცინცაძე რიგი გადაწყვეტილებების და ინიციატივების შესახებ საუბრობს, რომლებიც ეკონომიკური ზრდის დასაჩქარებლადაა მიმართული. მისი თქმით, საქართველოს მთავრობას ამ მიმართულებით საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვს, რომლის შესახებ საზოგადოებას 2024 წლის განმავლობაში ეტაპობრივად ეცნობება. მინისტრის მოადგილის შეფასებით, მთავრობის ღონისძიებებს პოზიტიური გავლენა ექნება მცირე და საშუალო ბიზნესის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების, ინვესტიციების მოზიდვის, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის და ინდუსტრიული განვითარების და ეკონომიკის სტრუქტურული გაუმჯობესების მიმართულებით, რაც თავის მხრივ აისახება სამუშაო ადგილების ზრდაზე და ხელს უწყობს ქვეყანაში სიღარიბის დონის შემცირებას.2024 წლის თებერვალში ეკონომიკურმა ზრდამ 9.5% შეადგინა, იანვარ-თებერვალში კი ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 7.7%-ს გაუტოლდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის თებერვალში ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა: დამმუშავებელი მრეწველობის, მშენებლობის, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების, ინფორმაციისა და კომუნიკაციის და ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორებში ეკონომიკური აქტივობის ზრდამ.

1711708906

გოგიტა თოდრაძე: თებერვალში 6200 ახალი საწარმო დარეგისტრირდა, წინა წლის...

მისივე ინფორმაციით, 2024 წლის თებერვალში ქვეყანაში დარეგისტრირდა დაახლოებით, 6200 ახალი საწარმო და აღნიშნული მაჩვენებელი, დაახლოებით, 6%-ით ჩამორჩება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.„კლება ძირითადად განპირობებულია კერძო უცხოური ინდმეწარმე სუბიექტების რეგისტრაციის მაჩვენებლების შემცირებით, მათი რაოდენობა 2024 წლის თებერვალში 23%-ით არის შემცირებული და კლება, ძირითადად, რუსეთზე მოდის.ამასთან, 12%-ით გაიზარდა ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებული დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა და 11 მილიარდ 400 მილიონ ლარს გადააჭარბა",- განაცხადა თოდრაძემ.

1711705332

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5%-ით გაიზარდა

საქსტატის თანახმად, კერძო სექტორის, ანუ დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვამ შეადგინა 11.4 მილიარდი ლარი, რაც წინა წელთან შედარებით 11.8%-ით მეტია. ზრდა ფიქსირდება ეკონომიკის ყველა დარგში გარდა ენერგეტიკისა და სამთო მოპოვებით მრეწველობაში."2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: დამმუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ტრანსპორტი და დასაწყობება.კლების ტენდენცია დაფიქსირდა ენერგეტიკის და სამთო მოპოვებითი მრეწველობის სექტორებში", - ნათქვამია საქსტატის ანგარიშში.

1711703568

BAG ინდექსი: 2024 წელს ბიზნესი ინვესტიციების ზრდას გეგმავს

საგულისხმოა, რომ 2024 წელს ინვესტიციების გაზრდას ან უცვლელ დონეზე შენარჩუნებას ჯამურად ბიზნესის 93% გეგმავს.აღსანიშნავია, რომ 2024 წელს ყველაზე ოპტიმისტური საინვესტიციო მოლოდინი მშენებლობის სექტორს აქვს, კერძოდ, გამოკითხული კომპანიების 90% ინვესტიციების ზრდას გეგმავს. მრეწველობის სექტორში - 69%, ხოლო მომსახურებისა და ვაჭრობის სექტორებში - 63% პროგნოზირებს ინვესტიციების საერთო მოცულობის ზრდას.რაც შეეხება გასული წლის მონაცემებს ინვესტიციების მიმართულებით, უნდა აღინიშნოს, რომ 2023 წელს გამოკითხული კომპანიების 70%-მა გაზარდა ინვესტიციები 2022 წელთან შედარებით. ვაჭრობის სექტორში, ჯამური ინვესტივიების ზრდა კომპანიების 76%-მა დააფიქსირა, მომსახურებისა და მრეწველობის სექტორებში 69%-მა, ხოლო მშენებლობაში - 50%-მა გაზარდა ინვესტიციები 2023 წელს.შეგახსენებთ, რომ ინვესტიციების კვლევა BAG ინდექსის ფარგლებში წელიწადში ორჯერ ტარდება და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების საინვესტიციო საქმიანობას მიმოიხილავს. მიმდინარე კვლევა აჯამებს 2023 წელს განხორციელებულ ინვესტიციებს და მიმოიხილავს საინვესტიციო გეგმებს 2024 წლისთვის.BAG ინდექსს საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და PMC კვლევითი ცენტრი ifo ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით აწარმოებს.კვლევის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

1711703044

გახდი საქართველოს ჩემპიონი რობოტიკაში და გაემგზავრე RoboCup 2024-ზე

რობოტიკის საქართველოს ჩემპიონატს ქალაქი ჭიათურა უმასპინძლებს, ხოლო ორგანიზატორია ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრი. ამისათვის კი რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და 4 მაისამდე გაგრძელდება. დარეგისტრირდით აქ: https://shorturl.at/kyEU0შიდა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობისათვის უნდა ჩამოაყალიბოთ გუნდი, რომელიც დაკომპლექტებული იქნება 9-დან 17-წლამდე მოსწავლეებით საქართველოს ნებისმიერი ქალაქიდან. უშუალოდ წევრების გარდა საჭიროა, გუნდს ჰყავდეს სრულწლოვანი მენტორი.კონკურსში მონაწილე გუნდის მიერ შექმნილი რობოტი კი შემდეგ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს: რობოტის კონსტრუქციის მაქსიმალური დასაშვები ზომებია - 20x20x20 სმ. რობოტი უნდა იმართებოდეს/კონტროლდებოდეს ავტომატურად. დისტანციურად, ხელით, ინფორმაციული (სენსორით, კაბელით და ა.შ) მართვა აკრძალულია. ყველა რობოტი აღჭურვილი უნდა იყოს სახელურით ისე, რომ მისი გადაადგილება შეიძლებოდეს მისი დაზიანების გარეშე. რობოტს უნდა ჰქონდეს ჩამრთველ/გამომრთველი ღილაკი მსაჯისთვის მკაფიოდ ხილულ ადგილას, რომელიც უნდა იყოს გამოყენებული გაშვებისა და დასრულების დროს.კონკურსის მიზანი ქვეყნის მასშტაბით მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერიისა და მათემატიკის მიმართ ახალგაზრდების ინტერესის გაღვივება. შიდა შესარჩევი კონკურსის გამარჯვებული კი ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრება, რომელიც 13-16 ივნისს, გერმანიაში, ჩატარდება.

1711696200

Moody’s-მა ლიბერთი ბანკის გრძელვადიანი პერსპექტივა სტაბილურამდე გააუმჯ...

კერძოდ, ლიბერთიმ კოვიდ პერიოდის შემდეგ შეძლო სწრაფად აღედგინა და გაეზარდა მოგებიანობის მაჩვენებლები. იგივე პერიოდში განხორციელდა მცირე და საშუალო ბიზნეს სეგმენტში (MSME) 1 მილიარდ ლარამდე პორტფელის დაკრედიტება.სააგენტო აღნიშნავს, რომ ლიბერთი ბანკის პროფილში არის მკაფიო დადებითი ტენდენციები ბიზნეს მოდელის გაუმჯობესებისა და უნივერსალურ ბანკად ჩამოყალიბების მიმართულებით. ასევე, მიესალმებიან ბანკის დაფინანსების დივერსიფიკაციის დინამიკას და ეროვნული ბანკის რეგულაციების ზედმიწევნით დაცვას.Moody's-ის გადაწყვეტილება პერსპექტივის გაუმჯობესებაზე გულისხმობს, რომ სააგენტო იმედოვნებს ლიბერთი ბანკი შეძლებს ზრდისა და მოგებიანობის ტენდენციის შენარჩუნებას მომავალში.

1711692840