ახალი ამბები

სხვა სიახლეები
Eurostat: თებერვალში, 6-თვიანი პაუზის შემდეგ ლიეტუვამ რუსული მარცვლეულ...

ლიეტუვამ მარცვლეულის რეგულარული იმპორტი 2023 წლის მაისში შეწყვიტა, მარცვლეულის ბოლო პარტია კი რუსეთიდან ქვეყანაში 2023 წლის ივლისში შევიდა. ამის შემდეგ რუსეთიდან ლიეტუვაში მარცვლეული მხოლოდ 2024 წლის თებერვალში შევიდა - საუბარია 1,95 მილიონი ევროს ღირებულების 12,2 ტონა მარცვლეულზე.პარალელურად, რუსეთიდან მარცვლეულის იმპორტს ზრდის ლატვია, რომელმაც ზამთრის ბოლოს რუსეთიდან 10 მილიონი ევროს ღირებულების 58,8 ათასი ტონა მარცვლეული შეიძინა, წინა თვეში შეძენილი მარცვლეულის ღირებულება კი 8,7 მილიონ ევროს შეადგენდა.საერთო ჯამში, ევროკავშირის ქვეყნებმა 2024 წლის თებერვალში 16,9 მილიონი ევროს ღირებულების 92,6 ათასი ტონა რუსული მარცვლეული შეიძინეს.

1713430845

ბაზისბანკის ყოველწლიური სტიპენდია სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის...

ბაზისბანკის სასტიპენდიო პროგრამის მიზანია მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტების მხარდაჭერა და წახალისება, რომლებიც ამავდროულად ჩართულნი არიან კურიკულუმსგარე აქტივობებში.საბაუნის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია ქართულ აკადემიურ სივრცეში. ბაზისბანკთან მრავალწლიანი თანამშრომლობა და ბანკის მიერ დაწესებული სასტიპენდიო პროგრამა კი, განსაკუთრებული შესაძლებლობაა საბაუნის სტუდენტების მოტივაციის ამაღლებისა და აკადემიური მოსწრების გასაუმჯობესებლად, რაც თავის მხრივ, ყოველწლიურ შედეგებშიც აისახება.„ბაზისბანკისა და სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა მე-11 წელია გრძელდება. აქტიურად ვართ ჩართული ახალგაზრდა თაობის განათლების მხარდაჭერის პროექტებში და ყოველწლიურად გავცემთ სტიპენდიებს წარჩინებულ სტუდენტებზე. ასევე, ვთანამშრომლობთ საქართველოს სხვადასხვა საშუალო და უმაღლეს სასწავლებელთან და მნიშვნელოვან კონტრიბუციას ვახორციელებთ მომავალი თაობის განათლებისა და წახალისების მიმართულებით. სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტსა და ბაზისბანკის მრავალწლიანი თანამშრომლობის შედეგად, სტიპენდიები უკვე ასობით სტუდენტზე გვაქვს გაცემული.“ - ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, თამარ ხადური.

1713427200

პარლამენტმა თამბაქოს ნაწარმზე აქციზის შემცირების ინიციატივას მხარი დაუ...

პირველი მოსმენით განიხილეს და 81 ხმით მხარი დაუჭირეს „საგადასახდო კოდექსში“ ცვლილებებს, რომლის მიხედვით, აქციზის განაკვეთი 60 ლარიდან 30 ლარამდე მცირება თამბაქოს ნედლეულის, თამბაქოს ნარჩენების, ჩილიმით მოსაწევი თამბაქოს, „ჰომოგენიზებული“ ან „აღდგენილი“ თამბაქოს, საღეჭი ან საყნოსი (ბურნუთი) თამბაქოს და „საგადასახადო კოდექსის“ 2403 19 (“დანარჩენი“) კოდით აღნიშნული თამბაქოს ნაწარმის სახეობაზე. ამ მიმართულებით ახალი საგადასახდო განაკვეთი 2025 წლიდან ამოქმედდება.ინიციატორი „ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან. მათი განმარტებით, გადასახადების შემცირება დარგის განვითარების სტიმულირებისთვის, კონკურენტუნარიანობის ზრდისთვის და არალეგალური სიგარეტის იმპორტის შემცირებისთვის საჭირო ბერკეტია.„საქართველოში მეთამბაქეობა ძირითადად მაღალმთიან აჭარაში, მარნეულსა და ლაგოდეხშია გავრცელებული. 2020 წლის მონაცემებით, მაღალმთიან აჭარაში თამბაქო გაშენებული იყო 140 ჰა-ზე, მიღებულმა მოსავალმა 314 ტონა შეადგინა და მეთამბაქეობით დაკავებული იყო 1000-მდე საოჯახო მეურნეობა.დარგის განვითარება ისეთი პრობლემებისა და გამოწვევების წინაშე დგას, როგორიცაა გადამუშავების რთული და ძვირადღირებული ტექნოლოგია; კვალიფიციური კადრების და ლაბორატორიების არ არსებობა; არალეგალური სიგარეტის წილის ზრდა, რომლის ფასი დაფასოებული ე.წ. მოსაწევი თამბაქოს ფასს უტოლდება და აღნიშნულ პროდუქტს არაკონკურენტულს ხდის.აღსანიშნავია, რომ 2019 წლიდან, მას შემდეგ რაც “საგადასახადო კოდექსში“ შეტანილი ცვლილების საფუძველზე უფილტრო და ფილტრიანი სიგარეტის აქციზის ფასი გათანაბრდა, არალეგალური სიგარეტის იმპორტის მოცულობა მზარდი ტენდენციით ხასიათდება. ადგილი აქვს გადასახადებისგან თავის არიდებას და სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად კარგავს საგადასახადო შემოსავლებს“, - ნათქვამია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.იმის გათვალისწინებით, რომ კანონის პროექტი აღნიშნულ თამბაქოს ნაწარმზე აქციზის განაკვეთის 60 ლარიდან 30 ლარამდე შემცირებას ითვალისწინებს, ინიციატორთა მონაცემებით, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი წლიურად დაახლოებით 24 965 047.2 ლარით შემცირდება.თუმცა აქციზის განაკვეთის შემცირებით გამოწვეული საბიუჯეტო შემოსავლების დანაკარგის კომპენსირება ბაზარზე არალეგალური სიგარეტის ლეგალურით ჩანაცვლებისა და შედეგად გაზრდილი საბიუჯეტო შემოსავლების ფონზე მოხდება“, - აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.პროექტი “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა: - დავით სონღულაშვილმა, ბეჟან წაქაძემ, გოჩა ენუქიძემ და ელგუჯა გოცირიძემ მოამზადეს და ის პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

1713361463

თბილისში პედაგოგ მხატვართა ნამუშევრების გამოფენა იხსნება

გამოფენის ორგანიზატორია „ბავშვთა საერთაშორისო ფონდი“, რომელიც აღნიშნული ღონისძიებით მიზნად ისახავს 80-ზე მეტი პედაგოგ მხატვარის წარმოჩენას, ფართო საზოგადოებისთვის მათი შემოქმედების გაცნობასა და წახალისებას და სწავლების ინოვაციური მეთოდების დანერგვაში ხელშეწყობას.გამოფენა ეწყობა „ბავშვთა საერთაშორისო ფონდსა“ და მხატვართა კავშირს შორის გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში.დასაწყისი: 18:00მის: თბილისი, კალისტრატე ქუთათელაძის #6 (საქართევლოს მხატვართა კავშირი. მისასვლეი ყაზბეგის გამზირიდან, დელისის მეტროს მიმდებარე ტერიტორია)საკონტაქტო პირი: ანა ალავერდაშვილი: 599772148

1713358106

„ბიზნეს-ლოგიკით და ჩვეულებრივი საქართველოს მოქალაქის ლოგიკით, ჩემთვის...

მისი თქმით, „ამ თემის გარშემო აღარ უნდა გრძელდებოდეს დებატები, საუბრები, აღარ უნდა იყოს ჯიბრი, რომ მაინც და მაინც უნდა მივიღოთ ეს კანონი იმიტომ, რომ კანონი მიუღებელია ქართველი მოსახლეობისთვის, ევროპელი პოლიტიკოსებისთვის, რომელთაც ჩვენ მეგობრებს ვეძახით და მეგობრობას გაფრთხილება, მხარდაჭერა, აზრის გაზიარება და გათავისება სჭირდება“.„კომერსანტი“ თემურ ჭყონიას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახლა დაინიცირების და ამ კანონის საჭიროების შესახებ ესაუბრა.ბატონო თემურ, როგორ აფასებთ ერთი წლის შემდეგ, ე.წ. რუსული კანონის კვლავ დაინიცირებას?თემურ ჭყონია, ბიზნესმენი: თემა არის შემდეგი - კანონს ჰქვია „რუსული“. საზოგადოებამ, საქართველოს მოსახლეობამ, რომლის სიტყვა, ჩემი აზრით, გადამწყვეტი უნდა იყოს ყველა პოლიტიკოსისთვის, კანონს „რუსული კანონი“ დაარქვა. რამდენიც არ უნდა ეცადოს პოლიტიკური ელიტა, ამ სახელის ცვლილებას, ეს შეუძლებელია. იმიტომ, რომ საზოგადოებაში და მოსახლეობის უდიდეს ნაწილში მას „რუსული კანონი“ ჰქვია. რუსული აგრესიიდან, დაპყრობილი ტერიტორიებიდან, ომიდან, რუსეთში არსებული აგრესიული შიდა პოლიტიკიდან, გამომდინარე ის ქვეყნები, რომლებმაც უნდა მოგვცენ ევროპის წევრობის გახდომის შესაძლებლობა, და ყველა ლიდერი და პოლიტიკური მოღვაწე ამ კანონს ეწინააღმდეგება. ყველა პოლიტიკოსი, რომელიც ჩართულია საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში გვეუბნება, რომ ეს კანონი მათთვის მიუღებელია. ე.ი. არავინ და არაფერი დარჩა ამ კანონის მხარდამჭერი. აქედან გამომდინარე, უკვე ამ თემის გარშემო აღარ უნდა გრძელდებოდეს დებატები, საუბრები, აღარ უნდა იყოს ჯიბრი, რომ მაინც და მაინც უნდა მივიღოთ ეს კანონი იმიტომ, რომ კანონი მიუღებელია ქართველი მოსახლეობისთვის, ევროპელი პოლიტიკოსებისთვის, რომელთაც ჩვენ მეგობრებს ვეძახით. მეგობრობას კი გაფრთხილება, მხარდაჭერა, აზრის გაზიარება და გათავისება სჭირდება.ევროპის წევრობა ნიშნავს იმ კანონმდებლობით ცხოვრებას, რაც ევროპაში არსებობს. რატომ ვცდილობთ ევროპაში გაწევრიანებას? რა არის ჩვენი მიზანი? მარტო ის, რომ ვიზის გარეშე ვიაროთ ევროპაში? ევროპაში გაწევრიანება ნიშნავს ევროპული იდენტობის, ევროპის ფინანსების, ევროპის კულტურის ინტეგრირებას საქართველოს კულტურასთან და ფინანსებთან. აქ ჩვენ არავინ არაფერს გვართმევს, პირიქით - შეიძლება ჩვენთან ურთიერთობა უფრო დიდი შენაძენი იყოს ევროპისთვის, ვიდრე ევროპა ჩვენთვის. მე რასაც ვსაუბრობ იმდენად ცხადია, რომ მერიდება კიდეც ამ თემაზე საუბარი. ამ თემაზე საუბარი დაბალი დონეცაა.მაშინ რას ემსახურება მთავრობის მხრიდან კანონის ხელახლა დაინიცირება და ასეთი დაჟინება, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მიიღონ?ბიზნეს-ლოგიკით და ჩვეულებრივი საქართველოს მოქალაქის ლოგიკით, ჩემთვის გაუგებარია რას ემსახურება „რუსული კანონის“ ხელახლა დაინიცირება. ვერ ვიგებ, რა საჭიროა ეს თემა.მაგრამ ამ თემას აქვს დადებითი მხარეც. ამ ყველაფერმა გამოიღო ძალიან დიდი დადებით შედეგი. დავინახე ის, რასაც მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ველოდებოდი. დავინახე ახალგაზრდები, რომლებიც საინტერესოდ საუბრობენ, რომლებსაც საინტერესო ლოგიკა, საინტერესო ჭკუა და თავისი სამშობლოს დიდი ერთგულება აქვთ. დიდი მადლობა „რუსულ კანონს“, რომ ამდენი თანამედროვე ახალგაზრდა გამოაჩინა საქართველოს მომავალი მმართველობის ასპარეზზე.commersant.ge

1713355260

ოთხმა ჩინურმა ბანკმა რუსეთიდან იუანში გადახდების მიღება შეწყვიტა

ბანკებმა შეზღუდვების შემოღება დაიწყეს მარტის ბოლოს, მეორადი სანქციების შიშით.ინფორმაციის თანახმად, განსაკუთრებით სამრეწველო საქონელზე გადახდები გართულდა, თუმცა ჩინეთმა შესაძლოა გამოტოვოს გადარიცხვები ჩვეულებრივი სამომხმარებლო პროდუქტებისთვის.

1713354954