Home » ფინანსები » „იმპორტდამოკიდებულ ქვეყნებში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის რეჟიმი ვერ ამართლებს“
„იმპორტდამოკიდებულ ქვეყნებში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის რეჟიმი ვერ ამართლებს“

„იმპორტდამოკიდებულ ქვეყნებში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის რეჟიმი ვერ ამართლებს“

„იმპორტდამოკიდებულ ქვეყნებში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის რეჟიმი ვერ ამართლებს და დროა,  ეროვნულმა ბანკმა ამ რეჟიმის ცვლილებასთან დაკავშირებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მოლაპარაკებები დაიწყოს“, – ამის შესახებ ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, ლადო პაპავამ დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას განაცხადა.

გადაცემაში ლარის კურსის რყევები და მონეტარული პოლიტიკის საკითხი განიხილეს. დისკუსიის დროს პაპავამ აღნიშნა, რომ ქვეყანაში 10 წლის განმავლობაში მოქმედი ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის რეგულირების რეჟიმი უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და დროა, ქვეყანამ ცვლილებაზე იფიქროს.

„არის ასეთი ძალიან ცნობილი ეკონომისტი და ეკონომიკაში ნობელის პრემიის ლაურეატი ჯოზეფ სტიგლიცი, რომელმაც 10 წელზე დიდი ხნის წინ ძალიან საინტერესო სტატია დაწერა იმის შესახებ, რომ იმპორტდამოკიდებულ ქვეყნებში ინფლაციის თარგეთირების მექანიზმი ვერ ამართლებს. როგორც აღვნიშნეთ, საქართველო იმპორტდამოკიდებული ქვეყანაა. თუ თეორიულად საბუთდება, რომ ეს რეჟიმი ვერ ამართლებს, ბუნებრივია. ვერ გაამართლებს საქართველოშიც. უკვე 10 წელია, აღნიშნული რეჟიმი მოქმედებს და საკმაოდ საინტერესო მასალა დაგროვდა. ეროვნულმა ბანკმა ეს მასალა უნდა დაამუშაოს და ამის საფუძველზე რეჟიმის ცვლილებასთან დაკავშირებით, სავალუტო ფონდთან მოლაპარაკებები დაიწყოს“, – განაცხადა პაპავამ.

Share