Home » საზოგადოება » „იმის მერე, რა ნაბიჯებიც გადავდგით, ნუთუ შეიძლება ვინმეს ჰქონდეს კითხვა, სახელმწიფომ გააკეთა თუ არა ყველაფერი ანაკლიის პორტისთვის?“
„იმის მერე, რა ნაბიჯებიც გადავდგით, ნუთუ შეიძლება ვინმეს ჰქონდეს კითხვა, სახელმწიფომ გააკეთა თუ არა ყველაფერი ანაკლიის პორტისთვის?“

„იმის მერე, რა ნაბიჯებიც გადავდგით, ნუთუ შეიძლება ვინმეს ჰქონდეს კითხვა, სახელმწიფომ გააკეთა თუ არა ყველაფერი ანაკლიის პორტისთვის?“

ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი და უფრო მეტიც, ჩვენ გადავდგამთ ყველა ნაბიჯს, რომელიც იქნება აუცილებელი იმისთვის, რომ საქართველოს ჰქონდესღრმაწყლოვანი პორტი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემანაკლიის პროექტის შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, უკვე არაერთხელ დააფიქსირა პოზიცია, რომ მზად არიან ანაკლიის პროექტის რეალიზაცია წარმატებით მოხდეს.

„ანაკლიის პროექტს ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ამის შესახებ არაერთხელ განგვიცხადებია და ჩვენ გადავდგით ყველა ნაბიჯი იმისთვის, რომ აღნიშნული პროექტის რეალიზაცია მოხდეს წარმატებულად. მივესალმებით ნებისმიერ აქტივობას კონსორციუმის მხრიდან, რომელიც გამოიწვევს აღნიშნული პროექტის წარმატებით დასრულებას,“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ამასთან, პრემიერ-მინისტრმა ექსპერტებს კონკრეტული კითხვით მიმართა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ საქართველოს ღრმაწყლოვანი პორტი აუცილებლად ექნება.

„ვინც თავისთავს ფინანსისტს უწოდებს და მითუმეტეს ექსპერტს, მარტივი შეკითხვა მაქვს ამ ადამიანებთან: სახელმწიფომ გამოისყიდა და ამაში იქნა გადახდილი რამდენიმე ათეული მილიონი ლარი, გამოისყიდა მიწები, რომ კონსორციუმს გადასცემოდა, აიღო მთავრობამ ვალდებულება და ამას სჭირდება რამდენიმე ასეული მილიონის ინვესტიცია, რომ დამატებითი ინფრასტრუქტურა შექმნას, იქნება ეს რკინიგზა, საავტომობილო გზა თუ ნებისმიერი სხვა საკითხი. ჩვენ შევძელით, რომ ანაკლიის პროექტი დაფიქსირებულია პრიორიტეტულ სიაში ყველა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის. ფინანსისტებთან მაქვს მე შეკითხვა, რომლებიც თავის თავს ექსპერტებად მოიხსენიებენ, როგორც მითხარით. ამის შემდეგ ნუთუ შეიძლება ვინმეს ჰქონდეს კითხვის ნიშანი იმაზე, რომ სახელმწიფომ გააკეთა თუ არა ყველაფერი იმისთვის, რომ ანაკლიის პორტი აშენებულიყო. დიახ, ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი და უფრო მეტიც, ჩვენ გადავდგამთ ყველა ნაბიჯს, რომელიც იქნება აუცილებელი იმისთვის, რომ საქართველოს ჰქონდეს ღრმაწყლოვანი პორტი და საქართველოს აუცილებლად ექნება ღრმაწყლოვანი პორტი,“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

Share