Home » საზოგადოება » “იმედის” დირექტორად ივანიშვილის ტელევიზიის ყოფილი ხელმძღვანელი დაინიშნა
“იმედის” დირექტორად ივანიშვილის ტელევიზიის ყოფილი ხელმძღვანელი დაინიშნა

“იმედის” დირექტორად ივანიშვილის ტელევიზიის ყოფილი ხელმძღვანელი დაინიშნა

ტელეკომპანია “იმედის” დირექტორის პოსტზე გიორგი კალანდარიშვილი ელდარ მდინარაძემ ჩაანაცვლა. მდინარაძე 1990-იანი წლების მიწურულს ბიძინა ივანიშვილის მე-9 არხის ერთ-ერთ ხელმძღვანელად მუშაობდა. აღნიშნული მე-9 არხი ბიძინა ივანიშვილმა ვარდების რევოლუციის შემდეგ დახურა.

ელდარ მდინარაძე ამის შემდეგ მუშაობდა ვანო ჩხარტიშვილის კუთვნილი ტელეკომპანია “მზის” დირექტორის პოზიციაზე. რაც შეეხება გიორგი კალანდარიშვილს, ის “იმედის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი რუხაძესთან დაახლოებული პირია და მასთან ერთად “ლიბერთი ბანკის” მენეჯმენტში მუშაობს.

Share