Home » საზოგადოება » იმედი მაქვს, საქართველოში მიხვდებიან, რომ მისი საუკეთესო მეზობელი რუსეთია – კადიროვი
იმედი მაქვს, საქართველოში მიხვდებიან, რომ მისი საუკეთესო მეზობელი რუსეთია - კადიროვი

იმედი მაქვს, საქართველოში მიხვდებიან, რომ მისი საუკეთესო მეზობელი რუსეთია – კადიროვი

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი ჩეჩნეთიდან საქართველოში პირდაპირი გზის მშენებლობაზე საუბრობს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. როგორც კადიროვმა „ტელეგრამის“ გვერდზე დაწერა, ეს ორ ქვეყანას შორის უმოკლესი გზა იქნება, რომლის გავლითაც ჯერ თურქეთში და შემდეგ ევროპაში იქნება შესაძლებელი წასვლა.

„მე მეკითხებიან ამ გზის მშენებლობაზე, ეს დროის საკითხია. ამ გზის მშენებლობა საქართველოს, რუსეთის და კიდევ სხვა მრავალი ქვეყნის ინტერესშია. იტუმ-კალედან საზღვრამდე 40 წუთის სავალი გზაა. იმედი მაქვს, რომ საქართველოში თანდათანობით მიხვდებიან, რომ მისი საუკეთესო მეზობელი რუსეთია“,- განაცხადა კადიროვმა.

რამზან კადიროვმა მსგავსი განცხადებები ადრეც გააკეთა. 2018 წელს მან განაცხადა, რომ მოლაპარაკებებს გზის მშენებლობასთან დაკავშირებით, რუსეთის მთავრობასთან აწარმოებდა. 2014 წელს კი კადიროვმა განაცხადა, რომ არა მარტო საავტომობილო, არამედ სარკინიგზო ხაზის მშენებლობაც სურდა, რომელიც ჩეჩნეთს საქართველოსთან დააკავშირებდა.

ipn.ge

Share