Home » ახალი ამბები » “იმას, რასაც ვერ მიბედავდნენ “ნაცების” დროს, დღეს ეს გამიბედეს, ძალიან ანერვიულებული ვარ”
"იმას, რასაც ვერ მიბედავდნენ “ნაცების” დროს, დღეს ეს გამიბედეს, ძალიან ანერვიულებული ვარ"

“იმას, რასაც ვერ მიბედავდნენ “ნაცების” დროს, დღეს ეს გამიბედეს, ძალიან ანერვიულებული ვარ”

“იმას, რასაც ვერ მიბედავდნენ “ნაცების” დროს, დღეს ეს გამიბედეს, ძალიან ანერვიულებული ვარ”, – ამის შესახებ 2004 წლის 23 ნოემბერს დიდუბის ეკლესიასთან მოკლული ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს.

“ძვირფასო მეგობრებო! არ შემეძლო ჩემი ემოციური მდგომარეობა არ გადმომეცა თქვენთვის, რაც გამოწვეული იყო დღევანდელი ბუტას პროცესის მიმდინარეობიდან, სადაც მოსამართლე მგელიაშვილმა კიდევ ერთხელ გამოავლინა უსამართლობა, დაზარალებული, (გაუბედურებული) მხარის ანუ ჩვენს მიმართ, უკვე მე- 15 წელი იწყება, მას შემდეგ რაც სამართალს ვეძებ და დღემდე ბრძოლაში ვარ.

ბუტას მკვლელები დაუსჯელები დადიან ჯერ კიდევ, 6 წელი გადის, რაც ახლიდან განახლდა ბუტას საქმე და მიმდინარეობს სასამართლო პროცესები, რაც უკვე გაუსაძლისია ჩემთვის, ვითმენ ამდენი წლებია, კრიმინალებისგან შეურაცყოფებს, ცინიზმს და რაც მთავარია ამაზრზენ ჩვენებებს , რომლებსაც როცა როგორ დასჭირდებათ ისე ცვლიან. მე ადრე არა ერთხელ გამიკეთებია კომენტარები იმის შესახებ, რა ვითარებაში მიმდინარეობდა სასამართლო პროცესები, ეს არ იყო სასამართლო ეს იყო საცირკო მასკარადები, პროცესები მიჰყავდა დამნაშავე ფირცხალავას და ასე შემდეგ,დამნაშავეებს საშინელი ზეწოლის ქვეს ჰყავდათ ჩვენი მოწმეები,შეურაცხყოფბს აყენებდნე პროკურორებსაც, მოსამართლესაც კი უბედავდნენ შენიშნებს. თუმცა გასაოცარი ის იყო რომ მოსამართლე მგელიაშვილი, ოლიმპიური სიმშვიდით ადევნებდა თვალს პროცესებზე მიმდინარე ბალაგანს, ის კი არადა, სულ ბატონობით და დიდი მოწიწებით მიმართავდა დამნაშავეებს, მათთვის ყველაფერი ნებადართული იყო და არის, თუმცა ჩვენს მიმართ ასეთ დამოკიდებულებას ვერ ვხედავ, მან არა ერთხელ დახურა სხდომები და გაგვაძევა დარბაზიდან, ბუტას მამაც გააძევა რამდენიმე პროცესის წინ და არ უშვებს სხდომებზე. სწორედ ასე მოიქცა დღესაც, მხოლოდ იმიტომ რომ დღევანდელ პროცესზე ვისმინე საოცარი ტყუილები ფირცხალავასგან, საკმაოდ ვითმინე ეს ყველაფერი, მხოლოდ ერთი რეპლიკა ვუთხარი მას, რაზედაც “აღშფოთდა” კრიმინალი ფირცხალავას შვილი, რომელიც პროვოკაციების მოსაწყობად იყო მოსული. მან თავხედურად, მოსთხოვა მოსამართლეს სიმკაცრე გამოეჩინა ჩემს მიმართ, წარმოგიდგენიათ ვისთან მაქვს საქმე? რაზედაც მე საკადრისი პასუხი გავეცი, სწორედ ამის მერე მოსამართლე მგელიაშვილმა, მაშინვე გაითვალისწინა ფირცხალავას შვილის მოთხოვნა და დაგვატოვებინა დარბაზი, უფრო მეტიც დაგვესიენ მანდატურები, სწორედ ისე, სააკაშვილს დროს რომ იყვნენ სასტიკი მოძალადეები და ძალის გამოყენებასაც აპირებდნე ჩვენზე, ერთი მანდატური ეუბნებოდა მეორეს, რაღას უყურებ მოკიდე ხელი და გააიყვანეო ანუ ძალის გამოყენებაზე მიუთითებდა, წარმოგიდგენიათ, იმას, რასაც ვერ მიბედავდნენ ნაცების დროს, დღეს ეს გამიბედეს. მაშინ როცა წინა პროცესზე მიქაძის ადვოკატმა, კობა კობახიძემ შეაგინა ზაზა ბაქრაძეს, მოსამართლეს რეაქციაც არ ჰქონია, მაშინ როცა კობახიზე, შეტრიალებული კეპით, წამოწოლი , ვითომ პლაჟზე იყოს, უზის პროცესებზე მოსამართლეს და ლამის ფეხები დაუწყოს მაგიდაზე, არანაირი რეაქცია არა აქვს.

ამას იმიტომ ვწერ რომ მრჩება შაბეჭდილება, მგელიაშვილი რომელსაც, არა ერთი გამამართლებელი განჩენი აქვს გამოტანილი, დამნაშავე ნაციონალებისთვის, ელოდება 28- ში ნაცების გამარჯვებას და ამ ემოციებს ვერ ფარავს. მინდა ვუთხრა მგელიაშვილს, ეგ აღარასდროს აღარ მოხდება და იმედს ვიტოვებ კეთილგონიერებას მოუხმობთ და სამართლიან განაჩენს გამოიტანთ. ცოტა ვრცლად გამომივიდა რაზედაც ბოდიშს გიხდით. ძალიან ანერვიულებული ვარ”, – წერს ია მეტრეველი.

Share