Home » ფინანსები » II კვარტალში საშუალო ხელფასი 76.3 ლარით გაიზარდა და 1 179.8 ლარი შეადგინა
II კვარტალში საშუალო ხელფასი 76.3 ლარით გაიზარდა და 1 179.8 ლარი შეადგინა

II კვარტალში საშუალო ხელფასი 76.3 ლარით გაიზარდა და 1 179.8 ლარი შეადგინა

საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო ყოველთვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია. კერძოდ, მონაცემების მიხედვით საშუალო ხელფასი 76.3 ლარით გაიზარდა და 1 179.8 ლარი შეადგინა.

ყველაზე მაღალი ხელფასი საფინანსო და სადაზღვევო დარგში ფიქსირდება. კერძოდ, ამ სფეროში დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 2 393.6 ლარია; იმ პირთა ხელფასი ვინც პროფესიულ, სამეცნიერო და ტექნიკურ საქმიანობებს ეწევა – 1 900.4 ლარია, ხოლო ინფორმაციისა და კომუნიკაციის დარგში დასაქმებულთა – 1 806.4 ლარია.

საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის II კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი ბიზნეს სექტორში 90.7 ლარით გაიზარდა და 1 241.1 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (2 138.1 ლარი, წლიური ზრდა 3.2 პროცენტი), ასევე ინფორმაციისა და კომუნიკაციის (1 804.0 ლარი, წლიური ზრდა 4.5 პროცენტი) დარგში ფიქსირდება.

2019 წლის II კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური

ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია 50.1 ლარით და 1 073.9 ლარს შეადგენს. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, ასევე სახელმწიფო მმართველობისა და თავდაცვის სფეროებში დასაქმებულებს.

Share