Home » მსოფლიო » IBM–ის ახალ სუპერ კომპიუტერს ადამიანებთან შეწინააღმდეგება, კამათი და დებატების გამართვა შეუძლია
IBM–ის ახალ სუპერ კომპიუტერს ადამიანებთან შეწინააღმდეგება, კამათი და დებატების გამართვა შეუძლია

IBM–ის ახალ სუპერ კომპიუტერს ადამიანებთან შეწინააღმდეგება, კამათი და დებატების გამართვა შეუძლია

IBM–მა ადამიანებსა და კომპიუტერებს შორის შეჯიბრზე, მსოფლიოს დიდი სიახლე გააცნო

IBM არის კომპანია, რომელიც აწყობს სუპერ კომპიუტერებს. მათ კომპიუტერებს ჭადრაკში მსოფლიო დონის მოჭადრაკეების დამარცხება შეუძლიათ. ახალ სისტემის პრეზენტაცია, რომელსაც IBM Project Debater –ს უწოდებს, სან ფრანცისკოში გაიმართა. პრეზენტაციაზე ამ სისტემის დემონსტრირება მოხდა.

განაჩენი შემდეგია: ადამიანები ჯერ კიდევ წინ არიან, მაგრამ კომპიუტერები მათ სწრაფად ეწევიან და მალე გაუტოლდებიან.

კომპიუტერმა ორი დებატისგან ერთ–ერთში გაიმარჯვა (აუდიტორიის ხმის მიცემის მიხედვით). მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ის ფაქტია, რომ ეს არის პირველი ხელოვნური ინტელექტის სისტემა რომელსაც კამათი შუეძლია.

ახალი სისტემის დემონსტრირებაში ორი გამოცდილი მოკამათე, ნოა ოვადია და დენ ზაფირი მონაწილეობდა. ორივე მათგანმა ოთხ წუთიანი სიტყვით გამოსვლით დაიწყეს. შემდეგ კიდევ ოთხი წუთი მიეცათ კონტრარგუმენტების გაბათილებისთვის და ბოლოს კიდევ ორი წუთი საბოლოო არგუმენტების ჩამოყალიბებაში.

სისტემის ერთ–ერთი საინტერესო თვისება მოწინააღმდეგის მოსმენა და შემდეგ მისი არგუმენტის გაბათილება იყო (ისევე როგორც ამას ადამიანი იზამდა). რამდენჯერმე, სისტემამ გამოიცნო თუ რას იტყოდა მოწინააღმდეგე და მისი არგუმენტის დასრულებამდე კონტრარგუმენტი წაუყენა. სისტემამ ასევე რამდენჯერმე იუმორიც კი გამოიყენა.

სისტემის ნაკლი მაშინ გამოიხატა, როდესაც მან არარელევანტური ინფორმაციის ციტირება მოახდინა არგუმენტის საჩვენებლად. ტელემედიცინის განხილვის დროს, სისტემამ აიოვას უზენაესი სასამართლოს დასკვნის ციტირება მოახდინა, რომელიც არანაირ ლოგიკაში არ ჯდებოდა.

როგორც მეცნიერები ამბობებ, ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია დაგვეხმაროს, რომ დიდი ინფორმაცია ბევრად უფრო სწრაფად დავამუშავოთ.

სკეპტიკოსებს ეშინიათ, რომ ხელოვნურ ინტელექტს ადმაინებისთვის სამუშაოების წართმევა შეუძლიათ ან ყველაზე ცუდ შემთხვევაში, რობოტულ აპოკალიფსამდე მიყვანა.

მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, IBM-ი მაინც წინ მიიწევს უფრო მძლავრი ხელოვნური ინტელექტის შექმნისაკენ.

„ჩვენ დიდად არ ვართ დაინტერესებულნი იმით, თუ ვინ მოიგებს და ვინ წააგებს“ – განაცხადა დარიო გილმა, IBM-ის ხელოვნური ინტელექტის და კვანტური გამოთვლის ვიცე-პრეზიდენტმა.

„ჩვენ უფრო გვაინტერესებს რამდენად შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს კონტექსტთან და რეალობასთან მუშაობა. ჩვენ გვინდა ვიცოდეთ შუეძლია თუ არა მას კარგად წერა, დამაჯერებლად საუბარი და კარგი მაგალითების მოყვანა.“

იმისთვის, რომ სისტემამ კარგი არგუმენტები მოიყვანოს, IBM – მა სამი დაბრკოლება უნდა გადალახოს. მან უნდა მოაგროვოს დიდი ინფორმაცია, გაანალიზოს ის და შეინახოს მხოლოდ მნიშვნელოვანი და დამაჯერებელი ნაწილი.

იმისთვის რომ სისტემამ ეს ყველაფერი შეიძლოს, IBM–ის მეცნიერთა გუნდმა, დოქტორ ნოამ სლონიმის და რანით აარონოვის ხელმძღვანელობით, განავითარეს Cicero, რომელიც ენის დამუშავების ალგორითმებს აუმჯობესებს.

ეს მოლაპარაკე აპლიკაციების, განსაკუთრებით Siri–ს და Alexa–ს ახალი განვითარების ეტაპია.

ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ ჯერ კიდევ შორს ვართ რომ კომპიუტერებზე დაყრდნობით გავაკეთოთ ჩვენი საპრეზიდენტო არჩევანი, აბორტების სწორი და არასწორი მხარეები და ჯარში წასვლის დადებითი და უარყოფითი მხარეები განვსაზღვროთ, მაგრამ ერთ დღეს, IBM ასეთი დახმარების მოწოდებას გვპირდება.

ზაზა ხორბალაძე
მომზადებულია ბლუმბერგის მიხედვით

Share