Home » ფინანსები » იანვარში ტურიზმიდან შემოსავალი 5%-ით გაიზარდა
იანვარში ტურიზმიდან შემოსავალი 5%-ით გაიზარდა

იანვარში ტურიზმიდან შემოსავალი 5%-ით გაიზარდა

2019 წლის იანვარში საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალმა 164.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 8 მილიონით მეტია.

ეროვნული ბანკის წინასწარი მონაცემებით, 2018 წელს შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 3,2 მილიარდ დოლარს (ზრდა +18.4%), რაც 498 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

2018 წლის I-III კვარტლის ფაქტობრივი მდგომარეობით შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან შეადგენს 2,571 მილიონ დოლარს (ზრდა +20.5%), რაც 437 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

Share