Home » საზოგადოება » იანვარში ბანკებმა 149.6 მილიონი ლარის ღირებულების ქონება დაისაკუთრეს
იანვარში ბანკებმა 149.6 მილიონი ლარის ღირებულების ქონება დაისაკუთრეს

იანვარში ბანკებმა 149.6 მილიონი ლარის ღირებულების ქონება დაისაკუთრეს

2019 წლის იანვრის მონაცემებით, კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებულმა ქონებამ 151 მილიონ 600 ათასი ლარი შეადგინა. აღნიშნულის შესახებ ეროვნული ბანკის “საფინანსო სექტორის მიმოხილვაშია” ნათქვამი.

მიმოხილვის თანახმად, წლიურად ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების ღირებულება 57 მილიონ 900 ათასი ლარით შემცირდა. კერძოდ, 2018 წლის იანვარში ეს მაჩვენებელი 209 მილიონ 500 ათასი ლარი იყო.

ამასთან, სებ-ის მიმდინარე წლის იანვრის მონაცემებით, ჩამოწერილი სესხების მოცულობამ 20 მილიონ 600 ათასი ლარი შეადგინა, მაშინ როცა 2018 წლის ამავე პერიოდში 28 მილიონ 700 ათასი ლარის ოდენობის სესხის ჩამოწერა მოხდა. გარდა ამისა, საფინანსო სექტორის მიმოხილვის თანახმად, იანვარში 3 მილიონ 500 ათასი ლარის მოცულობის ჩამოწერილი სესხის ამოღება მოხდა, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მონაცემი 7 მილიონი ლარი იყო.

Share