Home » ფინანსები » იანვარ -მაისი ზარალით 2-მა ბანკმა დაასრულა
იანვარ -მაისი ზარალით 2-მა ბანკმა დაასრულა

იანვარ -მაისი ზარალით 2-მა ბანკმა დაასრულა

თბილისი (GBC) –  იანვარ -მაისი ზარალით 2-მა ბანკმა დაასრულა, ქართულმა „სილქ როუდ ბანკმა“ და  თურქულმა „იშ ბანკმა“,  ჯამური მოცულობით 1.5 მლნ ლარი.

14 ბანკის  (ბაზრიდან გამსვლელი აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკის ჩათვლით) მოგება 364 მლნ ლარია.

მომგებიანი და ზარალიანი ბანკების  ზრდის  დინამიკა 6, 4 და 2-წლიან პერიოდში განსხვავებულია.

2 წელში ზარალი  10-ჯერ შემცირდა. მოგება 1.3-ჯერ გაიზარდა.  2016 წლის 5 თვეში 19-დან 15 ბანკის მოგება 271 მლნ ლარი იყო, 4 -ის (ტერაბანკი, კავკასიის ბანკი, სილქროუდი, პროგრესბანკი)  ზარალი- 16.6 მლნ.

ზარალიანებიდან კავკასიის განვითარების  და პროგრეს ბანკი ბაზარზე აღარ არის.  2012 წელსაც 4 იყო ზარალზე (∑79 მლნ), მათ შორის  77 მლნ  ქართუს ზარალი იყო (15-ის მოგება – 71 მლნ).

თარიღი ზარალი ბანკების რაოდენობა
  ₾ არი   ერთეული
01.06.2018   1 605 000  2
01.06.2016 16 600 000   4
01.06.2012   79 300 000   5

წყარო: კომერციული ბანკები

Share