Home » ეკონომიკა » იანვარ-აპრილში იმპორტი უფრო მეტად გაიზარდა, ვიდრე ექსპორტი
იანვარ-აპრილში იმპორტი უფრო მეტად გაიზარდა, ვიდრე ექსპორტი

იანვარ-აპრილში იმპორტი უფრო მეტად გაიზარდა, ვიდრე ექსპორტი

წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 2018 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს საგარეო ვაჭრობა 22.2 %-ით გაიზარდა

საქსტატის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 3 786.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 22.2 პროცენტით მეტია.

►  გოგიტა თოდრაძე საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი გახდა

აქედან, ექსპორტი 961.4 მლნ. აშშ დოლარი იყო (22.0 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 2 824.8 მლნ. აშშ დოლარი (22.3 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წლის იანვარ-აპრილში 1 863.5 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49.2 პროცენტი შეადგინა.

►  დამსაქმებელთა 45 % კადრებს ნათესაობით და მეგობრობით იყვანს – საქსტატის კვლევის საგანგაშო შედეგები

საქსტატის ცნობით, საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები მიმდინარე წლის 21 მაისს გამოქვეყნდება.

Share