Home » ფინანსები » იანვარ-აგვისტოში ქართული ბარათებით უცხოეთში 1.45 მილიარდი ლარის ოპერაციები დაფიქსირდა
იანვარ-აგვისტოში ქართული ბარათებით უცხოეთში 1.45 მილიარდი ლარის ოპერაციები დაფიქსირდა

იანვარ-აგვისტოში ქართული ბარათებით უცხოეთში 1.45 მილიარდი ლარის ოპერაციები დაფიქსირდა

 იანვარ-აგვისტოში ქართული ბარათებით უცხოეთში 1.45 მილიარდი ლარის ოპერაციები დაფიქსირდა. ამის შესახებ  საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებშია ნათქვამი.

აღნიშნული მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია. შარშან, ანალოგიურ პერიოდში 1.097 მილიარდი ლარის ოპერაციები შესრულდა. შესაბამისად, ერთ წელიწადში ზრდამ 32 პროცენტი შეადგინა.

საუბარია უცხოური ბანკომატებისა და პოსტერმინალების მონაცემებზე, ასევე ინტერნეტგადახდებზე.

Share