Home » ეკონომიკა » იანვარ-აგვისტოში ექსპორტი 27.1%-ით გაიზარდა, იმპორტი კი 21%-ით
იანვარ-აგვისტოში ექსპორტი 27.1%-ით გაიზარდა, იმპორტი კი 21%-ით

იანვარ-აგვისტოში ექსპორტი 27.1%-ით გაიზარდა, იმპორტი კი 21%-ით

2018 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 100.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

საქსტატის მონაცემებით, აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 22.6 პროცენტით მეტია.

აქედან, ექსპორტი 2 146.4 მლნ. აშშ დოლარი იყო (27.1 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 5 954.3 მლნ. აშშ დოლარი (21.0 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წლის იანვარ-აგვისტოში 3 807.9 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვ ის 47.0 პროცენტი შეადგინა.

Share