Home » ფინანსები » I კვარტლში ბანკებისა და მიკროსაფინანსოების მიერ დასაკუთრებული ქონების მოცულობა 170 749 652 ლარს შეადგენს
I კვარტლში ბანკებისა და მიკროსაფინანსოების მიერ დასაკუთრებული ქონების მოცულობა 170 749 652 ლარს შეადგენს

I კვარტლში ბანკებისა და მიკროსაფინანსოების მიერ დასაკუთრებული ქონების მოცულობა 170 749 652 ლარს შეადგენს

საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2019 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით, კომერციული ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონების მოცულობა 170 749 652 ლარს შეადგენს.

დასაკუთრებული ქონებიდან 95% კომერციულ ბანკებზე მოდის.

საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა ჯამში, 161 707 653 ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონება დაისაკუთრეს.

რაც შეეხება მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, სებ-ის სტატისტიკით, 2019 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, მიკროსადინანსოების მიერ დასაკუთრებული ქონების მოცულობამ 9 041 999 ლარი შეადგინა, რაც 7,6 მლნ ლარით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

2018 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, მიკროსაფინანსოების მიერ დასაკუთრებული ქონების მოცულობამ 16 677 553 ლარი შეადგინა.

2019 წლის მონაცემებით, ბაზარზე 15 კომერციული ბანკი და 61 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებს.

Share