Home » ფინანსები » I კვარტალში ბანკებმა 161 707 653 ლარის ქონება დაისაკუთრეს – რეიტინგი
I კვარტალში ბანკებმა 161 707 653 ლარის ქონება დაისაკუთრეს - რეიტინგი

I კვარტალში ბანკებმა 161 707 653 ლარის ქონება დაისაკუთრეს – რეიტინგი

2019 წლის I კვარტალის მონაცემებით, საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა 161 707 653 ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონება დაისაკუთრეს.

დასაკუთრებული ქონების მოცულობის მიხედვით, ყველაზე მეტი ქონება დაისაკუთრა “საქართველოს ბანკმა”. მეორე ადგილზეა “თიბისი ბანკი”, საერთო სია კი დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონების, შემდეგნაირად გამოიყურება:

  1. „საქართველოს ბანკი“ – 67 493 281 ლარი;
  2. „თიბისი ბანკი“ – 51 064 472 ლარი;
  3. ქართუ ბანკი“ – 24 803 612 ლარი;
  4. „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ – 8 483 208 ლარი;
  5. „ბაზის ბანკი“ – 7 174 086 ლარი;
  6. „სილქ როუდ ბანკი“ – 716 491 ლარი;
  7. „კრედო ბანკი“ – 348 155 ლარი;
  8. „ფინკა ბანკი საქართველო“ – 138 905 ლარი;
  9. „ხალიკ ბანკი საქართველო“ – 486 546 ლარი;
  10. „ტერაბანკმა“ – 884 779 ლარი;
  11. „ლიბერთი ბანკმა“ – 66 770 ლარი;
  12. „ზირაათ ბანკი საქართველო“ – 47 348 ლარის ქონება.

საქართველოში ამჟამად 15 ბანკი ოპერირებს.

Share