Home » ბიზნესი » “ჰუმანითი ჯორჯიას” ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე შემოსვლას დადებითად აფასებენ
"ჰუმანითი ჯორჯიას" ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე შემოსვლას დადებითად აფასებენ

“ჰუმანითი ჯორჯიას” ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე შემოსვლას დადებითად აფასებენ

“ჩვენი კომპანია ახალგაზრდაა, მაგრამ ჩვენი უპირატესობაა, რომ კომპანიის მენეჯმენტი დაკომპლექტებულია მსოფლიო გამოცდილების მქონე საუკეთესო სპეციალისტებით. კომპანიის თანამშრომელთა დიდ ნაწილს აქვს ისეთ მსოფლიო ბრენდებში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება, როგორებიცაა SANOFI, PFIZER და სხვა.

“ჰუმანითი ჯორჯია”, ეს არის დინამიურად განვითარებადი კომპანია, რომელიც ამბიციური გეგმებით შემოდის საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე. ჩვენი მიზანია, დავმკვიდრდეთ ქართულ ფარმაცევტულ ბიზნესში, როგორც ხელმისაწვდომი, უსაფრთხო და ხარისხიანი პრეპარატების მიმწოდებელი კომპანია”, – აცხადებს ფარმაცევტული კომპანა “ჰუმანითი ჯორჯიას” დირექტორი ანდრეი კუზმა.

ირკვევა, რომ ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე კომპანია “ჰუმანითი ჯორჯია” ამბიციური გეგმებით შემოდის და არცთუ უსაფუძვლოდ,კომპანიის დირექტორის განცხადებით, კომპანია უახლოეს მომავალში ქართულ ფარმაცევტულ ბაზარს მედიკამენტების ფართო სპექტრს შესთავაზებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, რომ მათი პრეპარატების პირველი პარტია ხშირი მოხმარების მედიკამენტებით იქნება წარმოდგენილი და საქართველოში უკვე დეკემბრის ბოლოს შემოვა. კუზმას ინფორმაციით, მათი პრეპარატების ხარისხი დადასტურებულია მწარმოებლის EU GMP სერთიფიკატით და ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სერთიფიკატის მქონე ლაბორატორიის მიერ ჩატარებული სერიული კონტროლით.

ახალი ფარმაცევტული კომპანიის შემოსვლას დადებითად აფასებენ სპეციალისტები, მედიკოსები და პოლიტიკოსებიც და განმარტავენ, რომ ეს ფაქტი ქვენის ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციას შეუწყობს ხელს და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის. საქართველოს საოჯახო მედიცინის პროფესიონალთა კავშირის თავმჯდომარე ირინა ქაროსანიძე ახალი ფარმაცევტული კომპანიის შემოსვლას გამოეხმაურა და მოსალოდნელ შედეგებზე ისაუბრა:

“ზოგადად, ჯენერიკები უფრო იაფია და შესაბამისად, ხელმისაწვდომიც. ზოგიერთი მათგანი კი უფრო ხარისხიანიც კია, ვიდრე ბრენდი. ცალსახად პასუხის გაცემა შეუძლებელია, თუ რომელი მედიკამენტია უფრო ხარისხიანი და ხელისაწვდომი, ბრენდი თუ ჯენერიკი, რადგან ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, თუნდაც ტრანსპორტირებისა და შენახვის პირობები, მწარმოებელი კომპანია და ასე შემდეგ. ყველა ნიუანსს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა.ზოგადად, ხშირადაა ხოლმე შემთხვევა, როდესაც ახალი მედიკამენტი შემოდის ბაზარზე, ყველას მოსწონს და როდესაც პოპულარობას მოიპოვებს, მალევე მისი ხარისხი ეცემა და შედეგიანობაც აღარ აქვს.

ჩვენთან მედიკამენტებზე ხარისხის კონტროლი არ ხდება, არ იზომება აქტიური ნივთიერება და შესაბამისად, საუბარი იმაზე, თუ ბრენდი ჯობია თუ ჯენერიკი, არ არის მნიშვნელოვანი. ამიტომ აუცილებელია მედიკამნეტებზე ხარისხის კონტროლის გამკაცრება. რაც შეეხება ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი კომპანიის შემოსვლას, მე არ ვიცნობ “ჰუმანითი ჯორჯიას” გამოჩნეას, ეს მისასალმებელია. გაიზრდება კონკურენცია, რაც განაპირობებს ჯანსაღ კონკურენციას და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას”.

საქართველოს პარლამენტის წევრი ანი მიროტაძე ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი მოთამაშის შემოსვლას დადებითად აფასებს და აღნიშნავს, რომ აღნიშნული ფაქტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მედიკამენტებზე ფასების დარეგულირების ნაწილში.

“სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს მოსახლეობა, რომელთაც მედიკამენტების შეძენასთან დაკავშირებით პრობლემები აქვთ, რადგან არ გააჩნიათ საკმარისი ფინანსური შესაძლებლობა. თუ “ჰუმანითი ჯორჯია” დააკმაყოფილებს საქართველოს ბაზარზე ოპერირების ყველა წესს და კონკურენციას გაუწევენ უკვე გამოცდილ მოთამაშეებს, ეს მისასლმებელი იქნება. კონკურენცია კი ხელს შეუწყობს ფასების დარეგულირებას და ასევე იმ ფაქტს, რომ სხვა სააფთიაქო ქსელებმა და კომპანიებმაც იფიქრონ და იზრუნონ მედიკამენტების გაიაფებაზე, ზოგადად, ახალი ფარმაცევტული კომპანიის შემოსვლა ხელს შეუწყობს ჯანსაღ კონკურენციას, რაც მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის. გარდა ამისა, ახალი კომპანიის შემოსვლა ნიშნავს ახალ სამუშაო ადგილებს, ხოლო თითოეული ახალი სამუშაო ადგილი პრინციპულად მნიშვნელოვანია”.

წყარო: Ipress.ge

Share