Home » საზოგადოება » HUB Georgia “აფბას” პასუხობს
HUB Georgia "აფბას" პასუხობს

HUB Georgia “აფბას” პასუხობს

“ის, რომ მთავრობას რეალურად აქვს წილი, 70 თეთრამდე თითოეულ ლიტრ საწვავში, ეს ფაქტია”

HUB Georgia-ს წარმომადგენელი ვასილ ურუშაძე „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“  ვიცე პრეზიდენტ  პაატა ბაირახტარს კომერსანტთან  პასუხობს. როგორც ცნობილია, ბაირახტარმა    საკუთარი სოციალური ქსელით HUB Georgia-ს რამდენიმე  კითხვით მიმართა.

ბაირახტარი1:

„ნავთობიმპორტიორებმა ახალი ლობი აამუშავეს და ახლა ერთი ხელით, თავიანთი მარჟების „გაპრავებას“ ცდილობენ და მეორეთი, სახელმწიფოს ეკონომიკურ პოლიტიკის გაკრიტიკებას“

პასუხი 1:

მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალებმა სწორი ტერმინოლოგიით ისაუბრონ. ნავთობი არის ნედლეული, შესაბამისად ნავთობ იმპორტიორებზე აპელირება არასწორია. ნავთობის, ანუ ნედლეულის იმპორტიორი შეიძლება იყოს მხოლოდ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და არა საწვავის რეალიზატორი. თუ საუბარია საწვავის ბაზარზე, უნდა ვისაუბროთ ნავთობპროდუქტებზე, ანუ გადამუშავების შედეგად მიღებული ნავთობპროდუქტების იმპორტსა და რეალიზაციაზე.

ბაირახტარი 2:

კვლევაში ჩვენ ვხვდებით საწვავის ფასების „გაპრავების“ მცდელობას კურსის მერყეობით, თუმცა კვლევის ავტორებს გამორჩათ, რომ ბოლო სამი თვეა კურსი საკმაოდ სტაბილურია და სავალუტო ბაზარზე ჯანსაღი ვაჭრობა მიმდინარეობს (როგორც ეს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმშია დასაშვები).

პასუხი 2:

ჩვენს კვლევაში აღნიშნული იყო, რომ გათვლები გაკეთდა სატრანსპორტო კომპონენტების და ლოგისტიკის ფასწარმოქმნის გათვალისწინებით, რომელიც არ ითვალისწინებდა კურსის მერყეობას. ჰაბ ჯორჯია, სატრანსპორტო საკითხებზე მომუშავე პლატფორმაა, ამიტომ პირველ რიგში ფასწარმოქმნა ლოგისტიკურად დავთვალეთ და წარმოვადგინეთ დეტალური ანალიზი. მეორეს მხრივ, ჩვენთვის ისევე მნიშვნელოვანია, რომ განხორციელდეს მართებული ანალიტიკა, პროფესიონალური მსჯელობა, როგორც სხვა ორგანიზაციებისთვის.

ბაირახტარი ამბობს 3:

ჩვენ ასევე, ვხვდებით კვლევაში საცალო და საბითუმო შესყიდვებს შორის ფასთა სხვაობის „გაპრავების“ მცდელობასაც. რომლის მიხედვითაც, თურმე, საბითუმო ქსელში რელიზებისას სავალუტო რისკი ნაკლებია და ამიტომ ღირს 1 ლიტრი საწვავი, 0.30 ლარით უფრო იაფი, მაგრამ კვლევის ავტორებს „დაავიწყდათ“, რომ ამავე პერიოდში საცალო ქსელში კვირაში რამდენჯერმეც კი იცვლება ხოლმე ფასები, შესაბამისად, გაუგებარია რომელ სავალუტო რისკზეა სუბარი.

პასუხი 3:

საბითუმო და საცალო ქსელში რეალიზაციის სხვაობის გაანგარიშებისას, ჩვენს ალგორითმში გავითვალისწინეთ აგს–ის საოპერაციო ხარჯები. შესაბამისად, საბითუმო ფასი ვერ იქნება საცალო ქსელის იდენტური, რადგან რეალიზატორი ითვალისწინებს დამატებით საოპერაციო ხარჯებს.

  ბაირახტარი ამბობს 4:

3) კვლევაში ჩვენ ვიგებთ, რომ კომპანიები თურმე 0.71 ლარიანი მარჟებით არ ოპერირებენ და ეს ციფრი გაზვიადებულია, თუმცა, კვლევის ავტორებს მცირედი უზუსტობა გაეპარათ ამ მიმართებაში, იმდენად რამდენადაც, ეს ციფრი საწვავის ბაზრის, 3 წლის წინანდელ მდგომარეობას ასახავს და არა ამჟამინდელს, როგორც ეს კვლევაშია.

პასუხი 4:

სატელევიზიო ეთერშიც კი 2017 წლის ბოლოსკენ ხდებოდა აღნიშნვა, იმ სიუჟეტებში, სადაც აფბა–ს წარმომადგენელი მონაწილეობდა, რომ მარჟა 71 თეთრი იყო. იხ. ბმული:  http://www.iberiatv.ge/ka/gadacemebi/biznes-kodi/article/442-vithareba-navthobproduqtebis-bazarze

სავარაუდოდ 2018 წლიდან ანალიტიკოსები მიხვდნენ, რომ არარეალურ ციფრებზე იყო საუბარი, ამიტომ აღშნული მარჟა დაწიეს.

ბაირახტარი 4:

კვლევის ავტორებმა, არც მეტი არც ნაკლები, საწვავზე ფასების მატება ფინანსურ ინსტიტუტებს დააბრალეს და განაცხადეს, რომ საწვავზე ფასების მატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ინფლაციაა. მართალია კვლევის ავტორებს ვალუტის არასტაბილურობა(რომელიც საკამოდ სტაბილურია) ინფლაციაში ერევათ მაგრამ, ესეც არაფერი ავტორებს, ასევე დაავიწყდათ, რომ ინფლაცია მიზნობრივზე დაბალია და ის მაისის თვეში 2.5 ფარგლებში დაფიქსირდა. (მიზნობრივი 3%).

პასუხი 5:

აქვე უნდა აღინიშნოს, ბლუმბერგის კურსით, სართველოს კომერციული ბანკები  კონვერტაციის განხორციელებისას, იმპორტიორებს სთავაზობენ საკმაოდ მაღალ სპრედს (სხვაობას ვალუტის ყიდვა–გაყიდვას შორის), ბოლო პერიოდში სპრედი 3 თეთრის ფარგლებში მერყეობს. ნავთობპროდუქტების იმპორტზე თითქმის 100%–იანი დამოკიდებულების გათვალისწინებით, კონვერტაციის ხარჯები საკმაოდ მძიმე ტვირთია კომპანიებისთვის. კარგი იქნებოდა, იმპორტიორებმა გამოაქვეყნონ ის დანაკარგი, რასაც კონვერტაციის შედეგად ღებულობენ. ჩვენი ანალიზის საფუძველზე, აღნიშნული დანაკარგი მოცულობითი უნდა იყოს.  მაგალითისთვის, თუ ნავთობპროდუქტების თითქმის 1 მილიარდიან იმპორტს 3 თეთრიან სპრედზე გავამრავლებთ, ჯამში 30 მილიონიან კონვერტაციის ხარჯს მივიღებთ, მხოლოდ ამ სეგმენტიდან. ამიტომ კარგი იქნება უშუალოდ იმპორტიორების ფინანსისტებმა გააკეტონ ამასთან დაკავშირებით განმარტება, თუ რა გავლენა ჰქონდა ვალუტის კურსის მერყეობას და როგორ აისახება მაღალი სპრედი მათ სავალუტო ოპერაციებზე.

ბაირახტარი 6:

კვლევის ავტორები, ასევე არ მოერიდნენ სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკის გაკრიტიკებასაც, უფრო კონკრეტულად კი კვლევის მიხედვით, ქვეყანაში ამუშავებული ახალი საგადასახადო მოდელი, რომელიც რეინვესტირების შემთხვევაში ბიზნესს მოგების გადასახადისგან ანთავისუფლებს, არაეფექტურად გამოაცხადეს. ამის მიზეზად კი დაასახელეს ის რომ ბიზნესები, თურმე წაგებაზე მუშაობენ. თუმცა კვლევის ავტორები, ისევ არ დაინტერესდნენ იმმაკროეკონომიკური მონაცემებით, რომელიც ამ მიმართულებით გვაქვს. საქმე იმაშია, რომ პირველ კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვა 19 % -ით გაიზარდა, ხოლოდ დაქირავებულთა რაოდენობა 5.7% -ით.

პასუხი 6:

უნისეფის მიერ 2018 წლის ივნისში გამოქვეყნებულ კვლევაში საუბარი იყო საქართველოში სიღარიბის ზრდაზე, რაც საქართველოს მთავრობამ აღიარა, რომ ეკონომიკური პოლიტიკა და მართვა საკმაოდ სუსტი იყო და რის გამოც ფაქტიურად გადააყენეს საქართველოს ყოფილი პრემიერი კვირიკაშვილი და ეკონომიკის მინისტრი ქუმსიშვილი. ამიტომ საუბარი ეკონომიკურ ზრდაზე გადაჭარბებულია, რადგან ის არ ასახავს ეკონომიკური საბიექტების და საზოგადოების რეალურ მდგომარეობას.

„აქვე გვინდა დავამატოთ, რომ ჩვენი ორგანიზაცია ლობირებს მხოლოდ პროფესიონალურ ანალიტიკას და მცდელობას დავადგინოთ რეალური სურათი. ის, რომ მთავრობას რეალურად წილი აქვს 70 თეთრამდე თითოეულ ლიტრ საწვავში აქციზისა და დღგ–ს მეშვეობით, ეს ფაქტია“ -აცხადებს ურუშაძე. 

წყარო: commersant.ge

Share