Home » ახალი ამბები » HUAWEI-სთვის შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს!
HUAWEI-სთვის შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს!

HUAWEI-სთვის შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს!

რამდენიმე თვეა, რაც მსოფლიო ბაზარზე HUAWEI Mate20 და HUAWEI Mate20  Proგამოჩნდა. „ინდუსტრიის ყველაზე მძლავრი, დახვეწილი და მოქნილი ტექნოლოგიებით შექმნილი სმარტფონები, რომლებიც უმაღლეს მიღწევას წარმოადგენენინოვაციურ ტექნოლოგიებში,“ასეთიშეფასება მოჰყვა HUAWEI Mate20  სერიას, რომელიც საუკეთესო არჩევანია უმაღლესი ხარისხის ფოტოების გადასაღებად.

კითხვის სწავლა, სმენადაქვეითებული და სმენის არმქონე ბავშვებისთვის დიდ გამოწვევას წარმოადგენს. მშობლებმა და მასწავლებლებმა ხშირშემთხვევაში არ იციან ჟესტების ენა, პატარები კი, ვერ აკავშირებენ ფურცლებზე არსებულ სიტყვებსა და ცხოვრებისეულ გამოცდილებებს. კომპანია

HUAWEI-მ  არსებული პრობლემის გამარტივება და გამოსწორება ანდროიდში ჩაშენებულისპეციალურიაპლიკაციით სცადა. მათ შექმნეს აპლიკაციაStorySign, რომელიც სმენის არმქონეპატარებს წიგნის კითხვაში დაეხმარება და ხელოვნური ინტელექტი სსაშუალებით ნახატებს ჟესტების ენით გააცოცხლებს.„მიმართეთ თქვენი ტელეფონი საბავშო წიგნსკენ და აპლიკაცია,  ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, გადათარგმნის სიტყვებს ჟესტების ენაზე, რომელიც ნაჩვენები იქნება ეკრანზე ავატარის მიერ“, – ნათქვამია ინსტრუქციაში.

სპეციალურად შექმნილი, ანიმაცია-აპლიკაციამხოლოდ ბავშვებს კი არ ეხმარება კითხვის სწავლაში, არამედ მშობლებსაც შეასწავლის ჟესტების ენას, რათა კომუნიკაცია მათ შორის უფრო გამარტივდეს და უფროსებმა თავადვე უამბონ ზღაპრები ბავშვებს. აპლიკაცია უფასოა და მის ჩასაწერად აუცილებელი არ არის  HUAWEI-ს ტელეფონი გქონდეთ. ამჟამად აპლიკაციას 10 ენის თარგმნა შეუძლია ჟესტების ენაზე, მათ შორის,  ევროპული ენებისაც. თითო ენას ამ ეტაპზე, მხოლოდ 1 წიგნი აქვს ადაპტირებული. სამომავლოდ, დაგეგმილია ზღაპრების დიდი კოლექციის შექმნა.

https://www.facebook.com/HuaweimobileGE/videos/292882534694168/

HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ.  მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში.  HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს.  HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილოებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

გთხოვთ, მიიღოთ მონაწილეობა “ბანკები და ფინანსების” გამოკითხვაში

Share