Home » მსოფლიო » Huawei-ს ტელეფონებში WhatsApp, Facebook და Instagram აღარ იქნება
Huawei-ს ტელეფონებში WhatsApp, Facebook და Instagram აღარ იქნება

Huawei-ს ტელეფონებში WhatsApp, Facebook და Instagram აღარ იქნება

 როგორც საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი წერს, ტელეფონების მწარმოებელი ჩინური კომპანია Huawei-ს სმარტფონებში WhatsApp-ის, Facebook-ისა და Instagram-ის აპლიკაციები აღარ იქნება. გადაწყვეტილება Facebook-მა მიიღო და ჩინურ ტექნო გიგანტს კუთვნილი აპლიკაციების ინსტალირება აუკრძალა.

შეზღუდვა კომპანიის მიერ ახლად წარმოებულ მობილურ ტელეფონებს შეეხება. მომხმარებლებს კი, რომლებსაც Huawei-ს სმარტფონები უკვე აქვთ, აღნიშნული პრობლემა არ შეაწუხებთ.

ცნობისთვის, აშშ-მა ჩინური კონცერნი შავ სიაში შეიყვანა და ამერიკულ კომპანიებს Huawei-სთან ბიზნესურთიერთობა აუკრძალა.

Share