Home » ახალი ამბები » HUAWEI Mate 20 სერია – ხელოვნური ინტელექტის მაღალი მახასიათებლები, მძლავრი ელემენტი და კამერის ფართო შესაძლებლობები
HUAWEI Mate 20 სერია - ხელოვნური ინტელექტის მაღალი მახასიათებლები, მძლავრი ელემენტი და კამერის ფართო შესაძლებლობები

HUAWEI Mate 20 სერია – ხელოვნური ინტელექტის მაღალი მახასიათებლები, მძლავრი ელემენტი და კამერის ფართო შესაძლებლობები

16 ოქტომბერს, ლონდონმა წლის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენას უმასპინძლა. კომპანია Huawei-მ მსოფლიოს, ახალი, Mate 20 სერიის ფლაგმანური სმარტფონები წარუდგინა. ინდუსტრიის ყველაზე დახვეწილი და მოქნილი ტექნოლოგიებით შექმნილი HUAWEI Mate 20 და HUAWEI Mate 20 Pro  წარმოადგენს  უმაღლეს მიღწევას ინოვაციურ ტექნოლოგიებში.

 „სმარტფონი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ციფრულ სამყაროში შესაბიჯებლად.  HUAWEI Mate 20 სერია შექმნილია იმისთვის,  რომ იყოს მომხმარებლის საუკეთესო „მეგობარი“.ხელოვნური ინტელექტის მაღალი მახასიათებლები, მძლავრი ელემენტი და კამერის ფართო შესაძლებლობები მომხმარებლებს აძლევს საშუალებას ეზიარონ  სრულყოფილ ცხოვრებას.  – აღნიშნა HUAWEI -ს სამომხმარებლო ბიზნეს ჯგუფის  აღმასრულებელმა დირექტორმა რიჩარდ იუმ.

აღსანიშნავია, რომ  HUAWEI Mate 20 სერია აერთიანებს 4 მოწყობილობას: HUAWEI Mate 20 -ს, HUAWEI Mate 20 Pro -ს, HUAWEI Mate 20 X-ს და  PORSCHE DESIGN HUAWEI Mate 20 RS-ს. HUAWEI Mate 20 სერია აღჭურვილია მსოფლიოში  ყველაზე ინოვაციური და ყველაზე პატარა 7 ნანომეტრიანი პროცესორით – Kirin 980-ით, რომელიც  20% -ით უფრო ეფექტურად მუშაობს და მოიხმარს 40%-ით უფრო ნაკლებ დროს. Kirin 980 არის ასევე პირველი პროცესორი რომელშიც ჩაშენებულია Cortex-A76-ზე დაყდრნობით შექმნილი ბირთვი, რომელიც 75%-ით უფრო ძლიერია და 58%-ით უფრო ეფექტურია წინა თაობასთან შედარებით.

ახალი Kirin 980-ის წყალობით შესაძლებელია 46%-ით გაუმჯობესებული გრაფიკული გამოსახულების მიღება. გარდა ამისა თამაშისას, ხელოვნურ ინტელექტის შეუძლია დადგინდეს სამუშაო დატვირთვის ძალა და უზრუნველყოს რესურსის მოძიება ოპტიმალური გამოსახულებისა და ხარისხის მისაღებად. წინა თაობასთან შედარებით, Kirin 980 ურუნველოყობს აპლიკაციების უსწრაფეს ჩართვასაც.

HUAWEI-ს უახლესი პროცესორი – ეს არის ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიაში პირველი „ორმაგი ტვინის“ მქონე სიმძლავრე. ორმაგი NPU-ს სინერგიის შედეგად, შესაძლებლებელია სურათების ამოცნობა, კერძოდ,  Kirin 980-ს შეუძლია ამოიცნოს 4,500-მდე გამოსახულება წუთში, რაც Kirin 970-ზე 120%-ით უფრო გაუმჯობესებული შედეგია.  Kirin 980 მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას გადაიღოს  მაღალი ხარისხის ფოტოები ცუდი განათების პირობებშიც კი. გაუმჯობესებულია მოძრაობაში ხარისხიანი ფოტოების გადაღების შესაძლებლობაც.

ახალ სმარტფონში შენარჩუნებულია ძველი ტრადიცია და სამივე ძირითადი კამერა შექმნილია ლეიკასთან თანამშრომლობით, რომელთა სისტემაც იძლევა ობიექტების მინიმალურ დისტანციაზე გადაღების სშუალებას და იჭერს ფოკუსს ლინზიდან 2,5 სანიტიმეტრის დაშორებითაც კი. წინამორბედებისგან განსხვევბით ახალ მოდელში გვხვდება უფრო მეტად გაძლიერებული ფართო ხედვის მქონე ლინზა (16 mm). ეს არის ის მახასიათებლები, რომლებიც სრულიად ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს მომხმარებლებს.  HUAWEI Mate 20 Pro აღჭურვილია 40 MP ძირითადი ფოტოკამერით, 20 MP ფართო ხედვის მქონე კამერით  და 8MP ტელე-ფოტო კამერით. არნიშნულ ლინზათა ერთობლიობა შესაძლებელს ხდის მივიღოთ პროფესიული ფოტოაპარატით გადაღებული გამოსახულება.

HUAWEI Mate 20 სერია ასევე გამოირჩევა ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე შექმნილი პორტრეტული ფერადი ვიდეორეჟიმით.  ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით  HUAWEI Mate 20 სერიას შეუძლია ადამიანის გამოსახულების იზოლაცია და მისი ჩაშლა ფერებად ისე, რომ ხაზი გაუსვას პიროვნულ მახასიათებლებს.  ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე შექმნილი განათების სისტემა ახდენს საერთო თემის მქონე ვიდეო კლიპების  იდენტიფიცირებას და ავტომატურად ახორციელებს მონტაჟს.

HUAWEI Mate 20 სერიას აღჭურვილია  Android Pie-ზე დაფუძნებული   ოპერატიული სისტემა  EMUI 9.0-ით, რომლის მეშვეობითაც მომხმარებლებს ეკრანზე მარტივი შეხებით შეუძლიათ ისარგებლონ ტელეფონის ყველა სამუშაო თუ გასართობი ფუნქციით. EMUI 9.0-ს მოყვება GPU Turbo 2.0 – უფრო მეტი მხარდაჭერით თამაშების მოყვარულთათვის. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია, რომელიც სისტემას თან სდევს  HiVision-ია, რაც შესაძლებლობას  აძლევს კამერას, აღიქვას ცნობილი ღირსშესანიშნაობები, ნახატები და მიაწოდოს მომხმარებელს ინფორმაცია მათ შესახებ.

გარდა ამ ძირითადი ფუნქციონალური მახასიათებლებისა  HUAWEI_ის ახალ მოდელებში დახვეწილი და გაუმჯობესებულია ელმენტის გამძლეობა. 4200 მილიამპერიანი ელემენტისა და 40W-იანი უსწრაფესი დატენვის ტექნოლოგიის საშუალებით, ახლა უკვე შესაძლებელია 30 წუთში ელემნეტის 70%-მდე შევსება.

 HUAWEI Mate 20 Pro არის მსოფლიოში პირველი „სმარტფონი“, რომელსაც აქვს 4.5G LTE Cat. 21 სტანდარტის შესაბამისი მხარდაჭერა, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს   ისარგებლონ 1.4 გბ/წმ ჩამოტვირთვის სიჩქარით. მას ასევე აქვს მსოფლიოს უსწრაფესი Wi-Fi კავშირი –GB, რომელსაც ჩამოტვირთვისთვის მხოლოდ 10 წამი სჭირდება.

HUAWEI Mate 20 Pro -ს აქვს  3D Face Unlock მხარდაჭერა. ამ ფუქციის საძუალებით სწრაფად, სულ რაღაც 6 წამში ხდება მომხარებლის ამოცნობა.  3D სიღრმისეული  სენსორის მქონე  კამერის სისტემა წინა მხარესაა განთავსებული, რომლის საშუალებითაც  მოწყობილობას შეუძლია უმაღლესი სიზუსტით დაინახოს სუბიექტის სახის ნაკვთები და აღიქვას უმცირესი დეტალებიც კი.

 HUAWEI Mate სერიის ყველა მოწყობილობაში ეკრანი არის ჩარჩოს გარეშე.  კომპაქტურად დაპროექტებული თითოეული სმარტფონი, რომელთა ზომა მერყეობს 6.39-ინჩიდან ( HUAWEI Mate 20 Pro)  7.2-ინჩამდე (HUAWEI Mate 20 X)  შეგიძლიათ კომფორტულად მართოთ  ცალი ხელით.

ფლაგმანური პროდუქტი გამოდის ზურმუხტისებრი, მწვანე ფერით რომელიც ისეთივე მიმზიდველი და გამორჩეულია, როგორც მისი მოსახელე ქვა.  ჰიპეროპტიკური გამოსახულება მინაზე  იყენებს კომპლექსურ, წვრილი ხაზების სისტემას, რომელიც ქმნის სადაფის ეფექტს და არა მარტო გამძლეა, არამედ შესაძლებელს ხდის მოწყობილობის მყარად დაჭერასაც. ასევე მასზე არ რჩება თითის ანაბეჭდები და  მოწყობილობა ახალივით გამოიყურება ხანგრძლივი მოხმარების შემდეგაც კი.

HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ.  მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში.  HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს.  HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილოებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
Share