Home » მსოფლიო » Huawei-მ გაყიდული სმარტფონებით Apple-ს გადაუსწრო
Huawei-მ გაყიდული სმარტფონებით Apple-ს გადაუსწრო

Huawei-მ გაყიდული სმარტფონებით Apple-ს გადაუსწრო

ჩინურმა კომპანია Huawei-მ მეორე კვარტალში გაყიდული სმარტფონების რაოდენობით Apple-ს გაუსწრო 

International Data Corporation-ის მონაცემებით,  ჩინურმა კომპანია Huawei-მ მეორე კვარტალში გაყიდული სმარტფონების რაოდენობით Apple-ს გაუსწრო და მეორე პოზიციაზე გადაინაცვალა.

ანგარიშის მიხედვით, 71.5 მილიონი გაყიდული სმარტფონით პირველ ადგილზეა Samsung-ი, რომლის წილი ბაზარზე 20.9%-ია.

Huawei-ს 54.2 მილიონი სმარტფონი გაიყიდა და ბაზრის 15.8% დაიკავა.

რაც შეეხება Apple-ს, აპრილ-ივნისში 41.3 მილიონი სმარტფონი გაყიდა.

2018 წლის მეორე კვარტალში მსოფლიოს მასშტაბით მთლიანად 342 მილიონი სმარტფონი გაიყიდა, რაც 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.8%-ით ნაკლებია.

ბაჩო ჯინჭარაძე

Share