Home » საზოგადოება » H&M-ის გაუყიდავი ტანისამოსის საერთო ღირებულებამ 4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა
H&M-ის გაუყიდველი ტანისამოსის საერთო ღირებულებამ 4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა

H&M-ის გაუყიდავი ტანისამოსის საერთო ღირებულებამ 4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა

შვედურმა კორპორაციამ Hennes & Mauritz AB (H&M), ბოლო კვარტალში გაუყიდველი ტანისამოსის საერთო ღირებულება გამოიანგარიშა, რაც კომპანიის წარმომადგენლების ცნობით, 36 მილიარდი შვედური კრონა, ანუ 4 მილიარდი აშშ დოლარია.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, ეს რიცხვი 13%-ით გაიზარდა.გაუყიდველი ტანისამოსის რაოდენობის ზრდას ხელი შეუწყო კომპანიის მოგების 28%-ით ვარდნამ.

კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ახლა, იმისათვის, რომ მუდმივად შემცირდეს გაუყიდველი ტანისამოსის რაოდენობა, H&M თავის საქმიანობაში სხვადასხვა ახალი სტრატეგიების შემუშავებას აპირებს, მათ შორის გაყიდვების სტრატეგიასაც. კომპანია არ აკონკრეტებს, თუ რა იქნება ეს სტრატეგიები.

იმ შემთხვევაში, თუ არაფერი გაიყიდა, კომპანია ამ საქონელს ან ქველმოქმედებას მოახმარს, ან გადამუშავებაში გაუშვებს.

წყარო:ipress.ge

Share