Home » ახალი ამბები » gwp ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე წყალმომარაგების სისტემას სრულად გაანახლებს
gwp ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე წყალმომარაგების სისტემას სრულად გაანახლებს

gwp ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე წყალმომარაგების სისტემას სრულად გაანახლებს

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა 2019 წლის კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი დაიწყო. გლდანის რაიონში, ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩების რეაბილიტაციის ფარგლებში, კომპანია  წყალმომარაგების და წყალარინების 6.5 კმ-ზე მეტი სიგრძის ქსელს შეცვლის. აღნიშნულ პროექტში ჯივიპი 3  მლნ ლარზე მეტ ინვესტიციას ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში, განახლებულ სისტემაზე თანამედროვე ინფრასტრუქტურული ელემენტები,  ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, სახანძრო ჰიდრანტები და საკვანძო ჭები მოეწყობა.

ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩებზე წყალმომარაგების სისტემაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 2.5 თვე გაგრძელდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ, თბილისის მერია გზის მოწესრიგებას დაიწყებს და ასფალტის ახალ საფარს დააგებს.

Share