Home » ახალი ამბები » “გვშურს სომხების, ვენაცვალე მაგათ, ქართველს ვინც არ მოსწონს, ის არის სომეხი”
"გვშურს სომხების, ვენაცვალე მაგათ, ქართველს ვინც არ მოსწონს, ის არის სომეხი"

“გვშურს სომხების, ვენაცვალე მაგათ, ქართველს ვინც არ მოსწონს, ის არის სომეხი”

სომეხისთვის ყველა სომეხია, ვენაცვალე და ქართველისთვის, ვინც არ მოსწონს, ისაა სომეხი. იმაში ჰყავს ჩაწერილი ნახევარი საქართველო ჩემი ჩათვლით, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აკეთებს.

“ყველა ერთმანეთს ჭამს, ყველა ერთმანეთზე ჭორაობს. მაგალითად, ქართველმა თუ გაიგო, რომ ვიღაც სხვა ქართველმა წარმატებას მიაღწია კალიფორნიაში, წესით უნდა გაგიხარდეს, ხო? იტყვის, – ვინ, ბიჭო, იმ დებილმა? ეგ ჩემ გვერდით კლასში სწავლობდა, ეგ რა დებილი იყო, მაგას სულ თავში ვურტყამდით, რანაირად მიაღწია წარმატებას?! ცხვირმოუხოცავი, ჟღვლინტიანი დადიოდა, წავუთაქებდით ხოლმე, სიგარეტზე ვაგზავნიდით ხოლმე.

გვშურს სომხების. სომეხს რომ ჰკითხო, ყველა სომეხია. ვენაცვალე. ქართველს რომ ჰკითხო, ვინც არ მოსწონს, ის არის სომეხი. ამაში ჰყავს ჩაწერილი ნახევარი საქართველო ჩემი ჩათვლით.” – განაცხადა სააკაშვილმა.

რეზონანსი

Share