Home » საზოგადოება » გვიდიანი ჭანტურიას: დაასახელეთ ერთი მაგალითი ხელისუფლების რუსეთუმეობასთან დაკავშირებით!

გვიდიანი ჭანტურიას: დაასახელეთ ერთი მაგალითი ხელისუფლების რუსეთუმეობასთან დაკავშირებით!

“ხელისუფლების რუსეთუმეობასთან დაკავშირებით შეგიძლიათ ერთი კონკრეტული მაგალითი დაასახელოთ, 1 მაგალითი, რის მიხედვითაც იკვეთება კონკრეტული ნაბიჯი”,-ამ კითხვით მიმართა ანალიტიკოსმა ანდრია გვიდიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოგილ დირექტორს გია ჭანტურიას გადაცემა “ხალხის პოლიტიკაში” სადაც გია ჭანტურიამ ხელიფულება რუსეთუმეობაში დაადანაშაულა.

“ხელისუფლების რუსეთუმეობასთან დაკავშირებით შეგიძლიათ ერთი კონკრეტული მაგალითი დაასახელოთ, 1 კონკრეტული,
რის მიხედვითაც იკვეთება კონკრეტული ნაბიჯი, რომ ამ ხელისსუფლებამ გადადგა რუსეთის ინტერესების სასარგებლო ნაბიჯი? 7 წელია რაც “ქართული ოცნება” არის ხელისუფლებაში.”,-განაცხადა ანდრია გვედიანმა.

გია ჭანტურიას თქმით, უამრავი მაგალითია ხელისუფლების რუსეთუმეობის დამადუსტურებელი, ერთ-ერთი კი სერგეი გავრილოვის ვიზიტი. გვედიანის ამ განცხადებას გამოეხმაურა “ანტისაოკუპაციო მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ზუკა ბერძენიშვილიც, რომელმაც გაზპრომის მაგალითი მოიყვანა, რაც ანდრეა გვედიანმა არ მიიჩნია საკმარის მტკიცებულებად, და უფრო კონკრეტული მაგლითების მოყვანა მოთხოვა.

” ამ ამბებს რომ თავი დავანებოთ, ეს ამბები ახლა რომ არ დაწყებულა, ამის ფაქტობრივი მტკიცებულება ვატინკანში ჩვენი ოფიციალური ელჩის მიერ მოწერილი წერილი, სადაც ჩვენს საგარეო უწყებას ეუბნება რომ კრემლის ინტერესის გამტარებელი რუსი პატრიარაქი აქ რაღაც გეგმებს აწყობს და ქუცნაშვილი რაღაც მადლობას უხდის. “გაზპრომთან” დადებული ხელშეკრულება….”,-განაცხადა ბერძენიშვიმა.

“მე შემიძლია მოვიყავნო უამრავი მაგალითი რის საფუძველზედ დგინდება რომ ხელისუფლებამ გადადგა პროდასავლური ნაბიჯები. თქვენ მომიყვანეთ ის ნაბიჯები, რომელიც პრორუსულია.

ოქრუაშვილთან, არ გუბაზ სანიკიძესთან პრობლემები არ აქვთ?. არსებობს 2010 წლის განცხადება, სადაც ამბობს ოქრუაშვილი რომ მიხეილ სააკაშვილმა დრო იხელთა და სანამ მთელი ლიდერები ჩინეთის ოლიმპიადაში იყვნენ და მაშინ შევარდა ცხინვალშიო…”,-განაცხადა ანდრია გვედიანმა.

ipress.ge

Share