Home » ბიზნესი » გურიელის ჩაის ბაღები – “გურიელს” ბაზარზე ახალი ბრენდი გამოაქვს
გურიელის ჩაის ბაღები - “გურიელს” ბაზარზე ახალი ბრენდი გამოაქვს

გურიელის ჩაის ბაღები – “გურიელს” ბაზარზე ახალი ბრენდი გამოაქვს

“გურიელის ჩაის ბაღები” ბიოლოგიურად სუფთა ჩაის სტატუსის მოსაპოვებლად აუდიტირების პროცესს გადის

კომპანია “გურიელს” ბაზარზე ახალი ბრენდი გამოაქვს – გურიელის ჩაის ბაღები / Gurieli Tea Gradens გურიელის ახალი ხაზია და აერთიანებს ადგილწარმოშობის ჩაის (Single Origin Tea).

ახალ ბრენდს მენეჯმენტი “აგროჰაბში” 19-21 ოქტომბერს წარადგენს, გაიმართება დეგუსტაციაც.

კომპანიაში განმარტავენ, რომ ჩაის ბაღები შერჩეულია განსაკუთრებული ნიადაგის, კლიმატური პირობების და გეოგრაფიული მახსიათებლების მიხედვით. გურიელის ჩაის ბაღები არ მუშავდება ჰერბიციდებით და პესტიციდებით.

ბაღებში 2018 წლიდან დაიწო აუდიტირების პროცესი და 2020-2021 წლებში ამ ბაღებში მოწეულ ჩაის ოფიციალურად მიენიჭება ბიოლოგიურად სუფთა ჩაის სტატუსი.

დღეისათვის გურიელის ჩაის ბაღები საქართველოს სამ რეგიონშია: გურია – ნარუჯის ჩაის ბაღი, სამეგრელო – ჩხორიას ჩაის ბაღი და იმერეთი – წყნორის ჩაის ბაღი. ბაღებში გაშენებულია ორი ჯიში : ქართული #1 სელექციური და კიმინი. ამ სერიაში წარმოდგენილია ადგილწარმოშობის, მონო ჩაი – მხოლოდ ერთი ბაღიდან მოწეული, მხოლოდ ერთი კონკრეტული ჯიშისგან დამზადებული, რაც უფრო მკაფიოდ გამოხატავს ჯიშის და ბაღის ადგილმდებარეობის ხასიათს.

Share