Home » ახალი ამბები » გურამიშვილის გამზირზე 9000-მდე აბონენტს გაზის მიწოდება სამშენებლო კომპანიის მიერ გაზის მილის დაზიანების გამო შეუწყდა
გურამიშვილის გამზირზე 9000-მდე აბონენტს გაზის მიწოდება სამშენებლო კომპანიის მიერ გაზის მილის დაზიანების გამო შეუწყდა

გურამიშვილის გამზირზე 9000-მდე აბონენტს გაზის მიწოდება სამშენებლო კომპანიის მიერ გაზის მილის დაზიანების გამო შეუწყდა

დავით გურამიშვილის გამზირის #50-თან, სამშენებლო კომპანიადინ გრუპისმიერ წარმოებული მიწის გათხრითი სამუშაოების შესრულებისას, დაზიანდა საშუალო წნევის 450 მმიანი გაზსადენი.

შედეგად თბილისის ამ რაიონში გაზის მიწოდება 9000-მდე აბონენტს ავარიულად შეუწყდა.

კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ბოდიშს უხდის აბონენტებს კომპანიისგან დამოუკიდებელი მიზეზებით შექმნილი დისკომფორტის გამო.

ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ბრიგადები. აბონენტებისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენის პროცესი ხვალ დილიდან დაიწყება.

გთხოვთ, არ დატოვოთ უყურადღებოდ გაზის დანადგარები. ონკანები იქონიეთ დაკეტილ მდგომარეობაში.

დამატებითი შეკითხვებისთვის დაგვიკავშირდით 24 საათის განმავლობაში – 2404004.

Share