Home » მსოფლიო » გულითადი მუშაობისთვის Porsche თანამშრომლებს 9700 ევროს აჩუქებს
გულითადი მუშაობისთვის Porsche თანამშრომლებს 9700 ევროს აჩუქებს

გულითადი მუშაობისთვის Porsche თანამშრომლებს 9700 ევროს აჩუქებს

გერმანული ავტომწარმოებელი Porsche გერმანიაში თავის თანამშრომლებს გულითადი შრომისთვის ფულად ჯილდოებს გადასცემს. 25 ათასი თანამშრომლიდან თითოეული 9700 ევრომდე მიიღებს.

9700 ევროდან 700 საპენსიო შენატანების პროგრამაში გადაირიცხება. პრემია, რომელსაც თანამშრომლები აპრილის თვეში ხელფასთან ერთად აიღებენ, არ არის დამოკიდებული კომპანიაში მათ მიერ დაკავებული თანამდებობის სტატუსზე.

2018 წელს Porsche-ს ავტომობილების მიწოდება 4%-ით 256255 ავტომობილამდე გაიზარდა.

Share