Home » მსოფლიო » Guardian – „ჭაჭა“ ზამთრის პოპულარული სასმელების ათეულის ლიდერია

Guardian – „ჭაჭა“ ზამთრის პოპულარული სასმელების ათეულის ლიდერია

„ეწვიეთ ნებისმიერ სოფელს საქართველოში, სადაც აქ ჭაჭას ყველა ოჯახში ხდიან. თქვენ აუცილებლად გაიძულებენ, დალიოთ 2-3 ჭიქა. ასეთები არიან ქართველები“, – ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Guardian​-ი წერს.

გამოცემამ ზამთრის პოპულარული სასმელების ათეული გამოაქვეყნა, რომლის სათავეში ქართული ჭაჭა მოხვდა. ჩამონათვალში ასევე მოხვდა სხვადასხვა სასმელი, რომელიც ტრადიციულ საშობაო გლინტვეინთან ერთად, ზამთრის ცივ ამინდებში ათბობს.

ჭაჭასთან ერთად, ზამთრის საუკეთესო სასმელებს შორის მოხვდა ალკოჰოლური სასმელი „სანადირო ჩაი” Jägertee​ ავსტრიული ალპებიდან, პოლონური ცხელი ლუდი – grzane piwo​​, ბერძნული არაყი თაფლით – ρακόμελο, დანიის ცხელი სასმელი წითელი ღვინო – Gløgg და სხვები.

Share