Home » ახალი ამბები » გროზნოში მართლმადიდებლურ ეკლესიას სამი ჩეჩენი და ერთი ინგუში თავს დაესხა
გროზნოში მართლმადიდებლურ ეკლესიას სამი ჩეჩენი და ერთი ინგუში თავს დაესხა

გროზნოში მართლმადიდებლურ ეკლესიას სამი ჩეჩენი და ერთი ინგუში თავს დაესხა

გამოცემა Kavkaz Uzel-ის ცნობით, გროზნოში ეკლესიას სამი ჩეჩენი და ერთი ინგუში თავს დაესხა.

ჟურნალისტების ცნობით, საუბარია ამირ და ალი იუნუსოვებზე, ასევე მიქაელ ალისულტანოვზე და ინგუშ ახმედ ცეჩოევზე. მათი ასაკი 19 წელს არ აღემატებოდა.

„კომერსანტის“ ინფორმაციით, მებრძოლები ეკლესიის გარდა თავდასხმას ჩეჩნეთის რესპუბლიკის ადმინისტრაციის რეზიდენციაზე გეგმავდნენ. თუმცა, შემდეგ უარი თქვეს.

ამავე გამოცემასთან საუბარში სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელი ჰყვება, რომ სპეცსამსახურებმა თავდასხმის მზადების შესახებ 18 მაისს შეიტყეს და ქალაქში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს.

როგორც გროზნოში მომხდარი თავდასხმის თვითმხილველები ჰყვებიან, მებრძოლების შეკავება ეკლესიის მრევლმა შეძლო, რომლებაც კარი ჩაუკეტეს და მორწმუნეების მძევლად აყვანის საშუალება არ მისცეს. მათ მებრძოლების 40 წუთით შეკავება შეძლეს, რის შემდეგაც ადგილზე სამართალდამცავები მივიდნენ.

გროზნოში თავდასხმა გუშინ მოხდა. შედეგად ორი პოლიციელი და ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. დაშავდა კიდევ ოთხი ადამიანი. თავდამსხმელების ლიკვიდაცია სამართალდამცველებმა მოახდინეს.

1tv.ge

Share