Home » მსოფლიო » Google ევროკავშირმა 1,5 მილიარდი ევროთი დააჯარიმა
Google ევროკავშირმა 1,5 მილიარდი ევროთი დააჯარიმა

Google ევროკავშირმა 1,5 მილიარდი ევროთი დააჯარიმა

ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი Google ევროკომისიამ კიდევ ერთხელ დააჯარიმა. ამჯერად ჯარიმამ მილიარდ 500 მილიონი ევრო შეადგინა და ამის საფუძველი მის საძიებო სისტემაში კონკურენტი კომპანიების რეკლამების გამოჩენის დაბლოკვაა. საჩივარი ეხება კომპანიის მხრიდან მესამე მხარის კონკურენტებს, რომელთა რეკლამები „გუგლმა“ 2006-2016 წლის განმავლობაში მისი დომინანტური პოზიციის შედეგად დაბლოკა.

ცნობისთვის, ეს არის რიგით მესამე ჯარიმა ბოლო ორი წლის განმავლობაში, რომელიც ევრომარეგულირებელმა ამერიკულ კომპანიას დააკისრა. როგორც „ბიბისი“ წერს, გასულ წელს ევროპის კონკურენციის სააგენტომ „ანდროიდ“ სისტემებზე მონოპოლიური მდგომარეობის გამო, კომპანია 5 მილიარდი დოლარით დააჯარიმა, ხოლო 2017 წელს კონკურენტი ონლაინ კომპანიებისთვის ონლაინ შოპინგის დროს ხელის შეშლისთვის „გუგლი“ 3 მილიარდი დოლარით დაჯარიმდა.

Share