Home » საზოგადოება » Google-ის ახალი საიტი, რომელზეც კომპანიის ყველა ღია პროექტია ხელმისაწვდომი

Google-ის ახალი საიტი, რომელზეც კომპანიის ყველა ღია პროექტია ხელმისაწვდომი

Google წლებია მსოფლიო მომხმარებელსა და დეველოპერებს სხვადასხვა ღია – Open Source, პროექტებს სთავაზობს. დაწყებული ფონტებიდან დამთავრებული გამოსახულების კომპრესიის ალგორითმით.

ახლა კი კომპანიამ ახალი საიტი გაუშვა, რომელზეც ყველა ასეთი ღია პროექტია ხელმისაწვდომი.

Google Open Source-ზე შეგიძლიათ ნახოთ და გამოიყენოთ ყველაფერი რაც გუგლს ღია გამოყენებისთვის შეუქმნია, აქ არის ფონტები, ხელოვნური ინტელექტის დასწავლის უნარის პროექტები, სხვადასხვა სოფტები ანდროიდზე პროგრამირებისთვის და ა.შ.

გუგლს ამჟამად 2 ათასამდე ღია პროექტი აქვს და, რა თქმა უნდა, ამ რაოდენობის გაზრდას მომავალშიც აპირებს.

წყარო: ON.ge

Share