Home » მსოფლიო » Google-ი ექსპერიმენტული ქალაქის აშენებას გეგმავს
Google ექსპერიმენტული ქალაქის აშენებს

Google-ი ექსპერიმენტული ქალაქის აშენებას გეგმავს

 Google-მა მის მიერ დაარსებულ კომპანია Sidewalk Labs-ს ახალ, ექსპერიმენტულ ქალაქს აშენებინებს.

პროექტის ხელმძღვანელი ნიუ-იორკის მერის ყოფილი მოადგილე დენიელ დოკტოროფია. ის მერის მოადგილედ 2001-2008 წლებში მუშაობდა, ეკონომიკური განვითარების დარგში.

 პროექტი ითვალისწინებს ქალაქის ნულიდან აშენებას მაღალი ტექნოლოგიებით.S idewalk Labs-ი ექსპერიმენტულ დასახლებულ პუნქტში ქალაქის გარემოს სფეროში ყველა მაღალტექნოლოგიური ინოვაციის გამოყენებას გვპირდება. მიზანი ქალაქის მოსახლეობის ცხოვრების პირობებიც უმაღლეს დონეზე აყვანა და  ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაა. ტექნოლოგიები შეეხება როგორც ტრანსპორტსა და ინფრასტრუქტურას, ისე სოციალურ და მართვის სფეროსაც.

ჯერ უცნობია სად აიგება უნიკალური ქალაქი, თუმცა Sidewalk Labs-ი ძალიან დიდ და განაშენიანებისგან თავისუფალ ტერიტორიას ეძებს.

სანდრო პირველი

Share