Home » საზოგადოება » „გოლდმენ საქსში“ ივანიშვილის მიერ აქციების ფლობის თემას საბანკო ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ეხმაურება
„გოლდმენ საქსში“ ივანიშვილის მიერ აქციების ფლობის თემას საბანკო ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ეხმაურება

„გოლდმენ საქსში“ ივანიშვილის მიერ აქციების ფლობის თემას საბანკო ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ეხმაურება

ბიძინა ივანიშვილის მიერ „გოლდმენ საქსში“ აქციების ფლობის თემას საბანკო ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა ცუცქირიძე ეხმაურება. მისი განცხადებით, რეალურად ბიძინა ივანიშვილი 2013 წელს ფლობდა არა „გოლდმან საქსის“ აქციებს, არამედ ამ კომპანიის მიერ შექმნილი ერთ-ერთი საინვესტიციო ფონდის აქციებს. ამ ფონდში შედიოდა ამერიკის ინდუსტრიის ისეთი საუკეთესო სახელები, როგორიცაა „ეფლი“, „მაიკროსოფტი“, „ამაზონი“, „ფეისბუქი“, „ჯპ მორგანი“, „პფაიზერი“, „ბენქ ოფ ამერიკა“, „შევრონი“ და ა.შ.

„რაც შეეხება თვითონ „ გოლდმან საქსის“ ფუნქციას ამ ყველაფერში, 2018 წელს ალკოჰოლის მწარმოებელმა კომპანიამ „ქონსთელეიშენ ბრენდმა“ იყიდა 38%-იანი წილი სხვა კომპანიაში. მისი სახელწოდებაა „ქანაფი გროუსი“ და „გოლდმან საქსი“ ამ გარიგებაში გამოდიოდა მხოლოდ და მხოლოდ მრჩევლის როლში. მყიდველმა კომპანიამ დაიქირავა „გოლდმან საქსი“, როგორც მრჩეველი ამ ტრანზაქციის განხორციელებაში. „ქენეფი გროუსი“ დაკავებულია კანაფის მოყვანით იმ შტატში, სადაც ლეგალურად არის სამედიცინო თვალსაზრისით მარიხუნას წარმოება და ექსპორტი დაშვებული. შესაბამისად, თუ ვსაუბრობთ „გოლდმან საქსის“ როლზე ამ სქემაში, ის გამოდის ამ გარიგების არა დამფინანსებელი, არამედ ამ გარიგების ფინანსური მრჩეველი, ასეთი კი ამერიკულ მულტინაციონალური საინვესტიციო ბანკისა და უმსხვილესი ფინანსური კონგლომერატის „გოლმან საქსის“ აქტივებში მრავლადაა. ეს აბსოლტურად სხვა რამეა, ვიდრე საერთოდ მინიმალური ოდენობის აქციების ფლობაც კი „გოლდმან საქსში“, -აცხადებს კომერციული ბანკების ასოციაციის აღამსრულებელი დირექტორი გოგიტა ცუცქირიძე.

Share