Home » საზოგადოება » გლობალური პასპორტების ინდექსით, საქართველო მსოფლიოში 52-ე ადგილზეა
გლობალური პასპორტების ინდექსით, საქართველო მსოფლიოში 52-ე ადგილზეა

გლობალური პასპორტების ინდექსით, საქართველო მსოფლიოში 52-ე ადგილზეა

გლობალური პასპორტების ინდექსით, საქართველო მსოფლიოში 52-ე ადგილზეა. პასპორტის ინდექსი (Global Passport Index) ყოველწლიურად ქვეყნდება და ის ითვლის, თუ რამდენ ქვეყანაშია შესაძლებელი უვიზოდ მიმოსვლა.

ინფორმაციას საკონსულტაციო კომპანია Henley&Partners-ი ავრცელებს.

საქართველოსთან ერთად, 52-ე ადგილს იყოს ალბანეთი. ორივე ქვეყნის პასპორტის ინდექსის ქულაც 113-ია.

ყველაზე ძლიერი პასპორტი 189 ქულით, სინგაპურსა და იაპონიას აქვთ.

მეორე ადგილს უვიზოდ მოგზაურობით,  ფინეთი, გერმანია და სამხრეთ კორეა იყოფენ. მათ 187 ქულა აქვთ.

ბოლო სამეულშია ერაყი სირია და ავღანეთი, რომელთაგან ყველაზე სუსტი პასპორტი ავღანეთის მოქალაქეებს აქვთ.

სექტემბრის დასაწყისში საკონსულტაციო კომპანია Henley&Partners-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს მოქალაქის პასპორტი საერთაშორისო რეიტინგში კიდევ ხუთი პოზიციით დაწინაურდა და 48-ე ადგილზეა.

სანდრო პირველი

Share