Home » ეკონომიკა » გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში საქართველო ერთი პოზიციით დაწინაურდა
გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში საქართველო ერთი პოზიციით დაწინაურდა

გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში საქართველო ერთი პოზიციით დაწინაურდა

გლობალური კონკურენტუნარიანობის 2018 წლის რეიტინგში საქართველოს პოზიცია გაუმჯობესდა. რეიტინგში საქართველომ 140 სახელმწიფოს შორის 66-ე ადგილი დაიკავა, შესაბამისად, 2017 წელთან შედარებით, ქვეყანამ ერთი პოზიციით წინ წაიწია.

„მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის“ ყოველწლიური კვლევის მიხედვით, საქართველო ევრაზიის რეგიონის სამ მოწინავე ქვეყანას შორის მოხვდა. მან რეიტინგში გადაუსწრო აზერბაიჯანს, სომხეთს, უკრაინას, მოლდოვას, ხორვატიას, ალბანეთს, მონტენეგროს, ბრაზილიას და ა.შ.

კვლევის მიხედვით, საქართველო გამჭვირვალობით ევრაზიის რეგიონის ლიდერია. პრობლემებს შორის კვლევის ავტორები ასახელებენ, ფინანსურ სისტემას და ინოვაციების დანერგვის შესაძლებლობებს. ამ კომპონენტების გაუმჯობესებისთვის ერთ-ერთ გზად კი, შრომითი ბაზრის რეფორმის განხორციელებაა დასახელებული.

კვლევის მიხედვით, საქართველო ევრაზიის რეგიონის სხვა ქვეყნებს საინფორმაციო და კომუნიკაციის ტექნოლოგიის დანერგვით მნიშვნელოვნად უსწრებს.

Share