Home » ახალი ამბები » გლდანში 50-მდე ავტოფარეხის დემონტაჟი მოხდება და რეკრეაციული სივრცე მოეწყობა
გლდანში 50-მდე ავტოფარეხის დემონტაჟი მოხდება და რეკრეაციული სივრცე მოეწყობა

გლდანში 50-მდე ავტოფარეხის დემონტაჟი მოხდება და რეკრეაციული სივრცე მოეწყობა

გლდანის მეხუთე მიკრორაიონში მდებარე N17-24 საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ, რაიონის გამგეობამ ავტოფარეხების დემონტაჟი დაიწყო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული სკვერი გაფართოვდება და მოსახლეობასთან შეთანხმებით, საზოგადოებრივი სივრცე მოეწყობა.

პროექტის ფარგლებში, 50-მდე ავტოფარეხის დემონტაჟი მოხდება და რეკრეაციული სივრცე დაახლოებით, 9 000 კვ.მ ფართობზე განთავსდება.

სამუშაოების შედეგად, ბავშვთა გასართობი ზონები, მოსასვენებელი პავილიონი, გარე განათებისა და სარწყავი სისტემები მოეწყობა. ასევე, დაითესება ბალახი და სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა განთავსდება.

სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული შპს „ჯეო პარკი“ ახორციელებს. სკვერის რეაბილიტაციისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 496 842 ლარია გათვალისწინებული.

ავტოფარეხების დემონტაჟის პროცესს გლდანის რაიონის გამგებლის მოადგილე ლევან ნაროუშვილი საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ოთარ გრიგოლიასთან ერთად გაეცნო.

Share