Home » საზოგადოება » გიორგი რამიშვილი – დღევანდელი წარმატება კარგად ასახავს „სილქნეტის“ არსებულ შესაძლებლობებს
გიორგი რამიშვილი - დღევანდელი წარმატება კარგად ასახავს „სილქნეტის“ არსებულ შესაძლებლობებს

გიორგი რამიშვილი – დღევანდელი წარმატება კარგად ასახავს „სილქნეტის“ არსებულ შესაძლებლობებს

„სილქ როუდის ჯგუფის“ დამფუძნებლის და „სილქნეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის გიორგი რამიშვილის შეფასებით, “სილქნეტი” ერთ-ერთი კომპანიაა საქართველოში, რომელსაც მომხმარებლებისა და ბიზნესისათვის სრულყოფილი საკომუნიკაციო შეთავაზებების მიწოდება შეუძლია.

როგორც გუშინ გახდა ცნობილი, „სილქნეტმა“ $200 მლნ ევროობლიგაციების გამოშვება განახორციელა. ევროობლიგაციები სავაჭროდ დაიშვება Euronext Dublin-ის გლობალურ საფონდო ბირჟაზე.

„დღევანდელი წარმატება კარგად ასახავს „სილქნეტის“ არსებულ შესაძლებლობებს და პოტენციალს. ის ერთ-ერთი კომპანიაა საქართველოში, რომელსაც სრულყოფილი საკომუნიკაციო შეთავაზებების მიწოდება შეუძლია მომხმარებლებისა და ბიზნესისათვის. ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარებაში „სილქნეტის“ მიერ შეტანილი წვლილი „სილქ როუდ ჯგუფის“ დიდი მიზნის შემადგენელი ნაწილია. ეს მიზანი ემსახურება საქართველოს, როგორც მნიშვნელოვანი როლის მქონე ქვეყნის კიდევ უფრო ხაზგასმით წარმოჩენას რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ“, – აცხადებს რამიშვილი.

BM.GE

Share