საქართველოს ეროვნული ბანკის უკვე ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი მელაშვილმა თანამდებობა დატოვა, რის შესახებაც მან სოციალურ ქსელ Facebook-ის გვერდზე განაცხადა.
მანვე უკვე ახალ სამსახურში, საქართველოს ბანკში გადასვლაზეც განაცხადა.
მელაშვილი ეროვნულ ბანკში 2009 წლიდან მუშაობდა.
აღსანიშნავია, საკუთარი უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ, სებ-დან გაზაფხულზე ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ოთარ ნადარაიაც წავიდა და ის “თიბისი ბანკის” გუნდს შეუერთდა.
წყარო:GBC