Home » ეკონომიკა » გიორგი ლაბაძე: შესაძლოა, საქსტატი საარსებო მინიმუმს, დაბალი სოციალური პაკეტების გამო, ხელოვნურად ამცირებს
გიორგი ლაბაძე: შესაძლოა, საქსტატი საარსებო მინიმუმს, დაბალი სოციალური პაკეტების გამო, ხელოვნურად ამცირებს

გიორგი ლაბაძე: შესაძლოა, საქსტატი საარსებო მინიმუმს, დაბალი სოციალური პაკეტების გამო, ხელოვნურად ამცირებს

შესაძლოა, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური საარსებო მინიმუმს, დაბალი სოციალური პაკეტების გამო, ხელოვნურად ამცირებდეს – ამის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ საერთაშორისო მიმართულების იურისტი, გიორგი ლაბაძემ აცხადებს.

გიორგი ლაბაძის განცხადებით, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებული მონაცემების მიხედვით, 2019 წლის მარტის მდგომარეობით, საარსებო მინიმუმი, ერთსულიანი ოჯახისთვის შეადგენდა 160.5 ლარს (59.67 აშშ დოლარი), ორ სულიანი ოჯახისთვის – 256.8 ლარს (95.46 აშშ დოლარი), სამ სულიანი ოჯახისთვის – 288.9 ლარს (107.40 აშშ დოლარი), ოთხ სულიანი ოჯახისთვის – 321 ლარს (119.30 აშშ დოლარი), ხუთსულიანი ოჯახისთვის 361.2 ლარს (134.28 აშშ დოლარი), ხოლო ექვს სულიანი ოჯახისთვის – 427 ლარს (158.74 აშშ დოლარი).

ამ მონაცემებით, საქართველოში არსებული ექვს სულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი უფრო ნაკლებია, ვიდრე ერთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. მაგალითისთვის, საარსებო მინიმუმი 169 აშშ დოლარს უთანაბრდება ესტონეთში, ხოლო 224 აშშ დოლარს სლოვაკეთში.

საარსებო მინიმუმის მოცულობით, საქართველო ჩამორჩება ისეთ ქვეყნებსაც, როგორიცაა სომხეთი, აზერბაიჯანი და უკრაინა. სომხეთში, საარსებო მინიმუმის მოცულობა ერთსულიან ოჯახზე 126 აშშ დოლარს შეადგენს, აზერბაიჯანში – 106 აშშ დოლარს, ხოლო უკრაინაში – 71 აშშ დოლარს.

„უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო ნამდვილად მიეკუთვნება საცხოვრებლად ერთ-ერთ ყველაზე იაფ ქვეყანათა რიცხვს, თუმცა, ამ ქვეყნებს შორის არიან ასევე აზერბაიჯანი, სომხეთი და უკრაინაც, რომლებშიც, საარსებო მინიმუმი, საქართველოში დადგენილ რიცხვზე მეტია. აქედან გამომდინარე, გაუგებარია, თუ რატომ უნდა აღემატებოდეს ზ/ხსენებული მონაცემებით, ერთმანეთის გვერდით მდგარ ქვეყნებში წარმოდგენილი საარსებო მინიმუმი ერთმანეთს, თითქმის ორჯერ – განაცხადა გიორგი ლაბაძემ.

მისივე განმარტებით, ყოველივე ეს ქმნის ეჭვს იმის თაობაზე, რომ რეალურად, საქართველოში ღირსეულ პირობებში ცხოვრება უფრო მეტი ღირს, ვიდრე ამას სტატისტიკის სამსახური ადგენს, თუმცა, დიდი შანსია, რომ ეს უკანასკნელი, ასეთ მონაცემებს დაბალი სოციალური პაკეტების არსებობის გამო, ხელოვნურად ადგენდეს.

Share