Home » საზოგადოება » გიორგი ხანიშვილი – მოსახლეობას უკვე ის აწუხებს, თუ რატომ არ ჩანს ფაროსანა
გიორგი ხანიშვილი - მოსახლეობას უკვე ის აწუხებს, თუ რატომ არ ჩანს ფაროსანა

გიორგი ხანიშვილი – მოსახლეობას უკვე ის აწუხებს, თუ რატომ არ ჩანს ფაროსანა

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიმართულებით პრაქტიკულად, მსოფლიოში საუკეთესო შედეგებს მივაღწიეთ და ეს არ არის ხმამაღალი სიტყვები, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა განაცხადა.

„ჩვენთან რა სიტუაციაა, ამის შესახებ შემიძლია კითხვა წაგიკითხოთ, რომელიც მოქალაქემ ცხელ ხაზზე დასვა. ის სამეგრელოდან, სენაკიდანაა. დაინტერესებული პირის განმარტებით, ფაროსანა არ ჩანს და აინტერესებს, სიცხეა და გარეთ იმალება ფაროსანა თუ წამლობამ უშველა?“ მოსახლეობას უკვე აწუხებს კითხვა, ფაროსანა რატომ არ არის. სახელმწიფო პროგრამა წარმატებით ხორციელდება და ჩვენ ძალზე ეფექტურად ვიმუშავეთ და შევამცირეთ აზიური ფაროსანის პოპულაცია დასავლეთ საქართველოში, ამ ეტაპისთვის ძალიან კარგი შედეგები გვაქვს. მივაღწიეთ, პრაქტიკულად, მსოფლიოში საუკეთესო შედეგებს და ეს არ არის ხმამაღალი სიტყვები. ჩამოსულები იყვნენ ავსტრალიიდან, ახალი ზელანდიიდან, იზიარებენ საქართველოს გამოცდილებას, ეს მათი შეფასებაა და ვფიქრობ, ამ წარმატებას თავის თავზე გრძნობს დასავლეთ საქართველოში მცხოვრები ადამიანები, რომლებიც შეწუხებულები იყვნენ ფაროსანასგან. როგორც ცხელ ხაზზე დაფიქსირებული ზარი გვეუბნება, ახლა უკვე შეწუხებულები არიან იმის გამო, რომ ფაროსანა არ ჩანს“, – აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ.

მანვე ისაუბრა მოსავალთან დაკავშირებულ საკითხებზე და აღნიშნა, რომ სამინისტროს ორიენტირი თხილის რეალიზაციაზეა.

„რაც შეეხება შემდგომ ეტაპს, მოსავალთან დაკავშირებით ჩასატარებელია ღონისძიებები, მოსავლის პრობლემა არ არის მხოლოდ ფაროსანა. ამ თვალსაზრისითაც ძალიან წარმატებულად მიმდინარეობს 2019 წელი. თხილის მწარმოებელთა ასოციაციას ჩვენ დავეხმარეთ შესაწამლი აპარატებით, მათ მობილიზება გაუკეთეს 15 000-მდე ფერმერს, რომელიც ბრიგადებადაა დაყოფილი და უშუალოდ ჰყავს თავისი ლიდერები, აგრონომები, რომელთა კონსულტაციების დახმარებითაც ვიბრძვით, რომ თხილის მოსავალი იყოს მაქსიმალურად დიდი რაოდენობის და საქართველომ თხილის რეალიზაციის ბაზარზე მისთვის კუთვნილი ადგილი დაიბრუნოს. მსოფლიოში მესამე ქვეყანა ვიყავით თხილის წარმოების მოცულობით და ძალიან დიდი ამბიცია გვაქვს, რაც შეიძლება, სწრაფად დავუბრუნდეთ ძველ ნიშნულს და ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ უფრო წინაც წავიდეთ“, – აღნიშნა ხანიშვილმა.

Share