Home » ახალი ამბები » გიორგი ხაბურზანიას და დემნა ჯაფარიძეს “იმედმა” კონტრაქტი შეუწყვიტა
გიორგი ხაბურზანიას და დემნა ჯაფარიძეს "იმედმა" კონტრაქტი შეუწყვიტა

გიორგი ხაბურზანიას და დემნა ჯაფარიძეს “იმედმა” კონტრაქტი შეუწყვიტა

გავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანია ,,იმედმა” დემნა ჯაფარიძეს და გიორგი ხაბურზანიას კონტრაქტი შეუწყვიტა. ინფორმაია, ამის შესახებ, ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

 არხის ხელმძღვანელობა მათ მიერ მომზადებული პროექტის დაბალი რეიტინგის გამო იყო უკმაყოფილო. ხაბურზანია და ჯაფარიძე არხზე “იქს ფაქტორს” და “ნიჭიერს” აკეთებდნენ.

დემნა ჯაფარიძემ On.ge-სთან საუბრისას განაცხადა, რომ ჯერ ვერანაირ ინფორმაციას ვერ გაასაჯაროვებს, თუმცა სხვა არხიდან შემოთავაზებების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა.

“ჯერ არაფერი ცნობილი არ არის. არაფერი ოფიციალური არ არის, განვიხილავთ წინადადებებს. არანაირი შემოთავაზება არ ყოფილა [საზოგადოებრივი მაუწყებლიდან]. ლოგიკა არის, რასაკვირველია. შეგიძლიათ დაეყრდნოთ ნებისმიერ წყაროს, ყოველგვარი ირონიის გარეშე ვამბობ, თუმცა სიტუაცია ირონიულია”, – განაცხადა დემნა ჯაფარიძემ.

ტელეკომპანია იმედის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბახტაძემ On.ge-ს უთხრა, რომ ინფორმაციას ვერ დაადასტურებს, რის შემდეგაც ტელეფონი გათიშა.

რუსთავი 2-ის პროექტების მენეჯერები დემნა ჯაფარიძე და გიორგი ხაბურზანია ტელეკომპანია “იმედში” 2017 წლის ივლისში გადავიდნენ.

Share