Home » ეკონომიკა » გიორგი ცუცქირიძე – სწრაფი ზრდა მხოლოდ ეკონომიკის დივერსიფიცირების პირობებშია შესაძლებელი
გიორგი ცუცქირიძე – სწრაფი ზრდა მხოლოდ ეკონომიკის დივერსიფიცირების პირობებშია შესაძლებელი

გიორგი ცუცქირიძე – სწრაფი ზრდა მხოლოდ ეკონომიკის დივერსიფიცირების პირობებშია შესაძლებელი

22 ინვარს, მედიაჰოლდინგ “ჯორჯიან თაიმსის” და საქართველოში ჩინეთის საელჩოს ეგიდით თემაზე „ჩინეთის გამოცდილება საქართველოსთვის“ ერთობლივი კონფერენცია გაიმართა. გთავაზობთ ინტერვიუსწამყვან საბანკო და საფინანსო ექსპერტთან პროფესორ გიორგი ცუცქირიძესთან, რომელსაც კონფერენციაზე ძალზე საინტერესო გამოსვლა ჰქონდა.

-თქვენს მიერ კონფერენციაზე გამოსვლისას აღინიშნა, რომ კარგი იქნება თუ ჩინურ გამოცდილებას ჩვენთანაც გაცილებით მეტი ყურადღება დაეთმობა, რადგან იგი პრინციპულად განსხვავდება  ნეო-ლიბერალური მიდგომებისაგან და საბაზრო კაპიტალიზმის გაგების ჩამოყალიბებული შეხედულებებისაგან?

მიმაჩნია, რომ ჩინეთის ეკონომიკური რეფორმები და ჩინური გამოცდილებაგაცილებით მეტ ყურადღებას იმსახურებს და ბევრი რამის გადმოღებაც შეიძლება, არა მხოლოდ ეკონომიკის, ან განათლების რეფორმის თვალსაზრისით, არამედ გეო-ეკონომიკური მიმართულებების თავისებური  კოდების ჩამოყალიბების თვალსაზრისით. მართალია, ჩინური ეკონომიკური მოდელი ერთის მხრივ არის  სოციალისტური საბაზრო ეკონომიკა, შეზღუდული კერძო საკუთრებით, რომელიცხუთწლედის გეგმის საფუძველზე ვითარდება, მაგრამ იგი პრინციპულად განსხვავდება საბჭოური ან თუნდაც შვედური სოციალიზმის მოდელისაგან. ეკონომიკური რეფორმების კონცეფტუალური ქვაკუთხედი არის კონფუციანიზმი, რაზეც იგება რეფორმირების არქიტექტურა და რომლის მიხედვითაც„ადამიანი არის ყოველივეს საფუძველი“, ხოლო მიზანი არის „ჰარმონიულ საზოგადოებს“ შექმნა,განსხვავებით მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში გაბატონებული ნეო-ლიბერალური შეხედულებისაგან, რომელიც კერძო საკუთრებაზეა აგებული და სადაც სადაც ბაზარია ყოველივეს საფუძველი. ჩინური ფილოსოფიით კაცთმოყვარება (ჟენ), სწორედ კონფუციანური ტრადიციას ეფუძნება. ჩინურმა ეკონომიკურმა გამოცდილებამ ეკონომიკის გაბატონებული შეხედულებებიც კი სარევიზიო გახადა.

ჩინეთმა შექმნა სახელმწიფო კაპიტალიზმის  (state-guided capitalism) ერთობ ეფექტიანი მოდელი. ესარის არა სახელმწიფო რეგულირების კეინსიანელობა, არამედ ეყრდნობა წმინდა ჩინურფილოსოფიურ ეკონომიკურ სპეციფიკას, შეზღუდული კერძო საკუთრებით. ამ მოდელში წამყვანი როლი აკისრია არა მომსახურების სფეროებს, არამედ  მეწარმეობას. გეთანხმებით, ეს მოდელი პრინციპულად განსხვავდება ჩვენში ლამის სტიგმად ქცეული ნეო-ლიბერალური მიდგომებისაგან და საბაზრო კაპიტალიზმის გაგების ჩამოყალიბებული სტერეოტიპებისაგან, სადაც ეკონომიკური განვითარების და ზრდის მთავარი ლაიტმოტივი თავისუფალ ბაზარზე და კერძო საკუთრების პრიმატზეა აგებული.

 

ჩინეთის ეკონომიკური სასწაული დაიწყო 1978 წელს დენ სიაოპინის მიერ, რომელიც სამართლიანად ითვლება თანამედროვე ჩინური სახელმწიფოს მამად. მიიჩნევა, რომ განვლილ პერიოდში, კერძოდ1978 – 2010 წლებში, ჩინეთმა ეკონომიკის ევოლუციის თვალსაზრისით გაიარა ის გზა, რაც თუნდაც ორმა თანამედროვე მეგაეკონომიკამ  აშშ-მა და გერმანიამ მთელი საუკუნე მოანდომეს. ჩინეთის ასეთი ტრანსფორმაცია განაპირობა პირველ რიგში ტექნოლოგიურმა პროგრესმადღეს პრაქტიკულად ყველა თანხმდება, რომ  ჩინეთმა დაანგრია არსებული სტერეოტიპი, რომ  ჩინეთი ვერ შექმნიდაგანვითარებული დასავლეთის ალტერნატივას, და მხოლოდ აგროსექტორის მოდერნიზება(ისიც ნაწილობრივ) და დაბალტექნოლოგიური საქონლის წარმოება შეეძლო. მაგრამ უკვე გასული საუკუნის90-იანი წლების მიწურულს ჩინეთმა დაძლია არა თუ დაბალტექნოლოგიური, არამედსაშუალოტექნოლოგიური პროდუქციის წარმოების ბარიერიც და 2010 წლიდან მაღალტექნოლოგიურ ჰაბად იქცა.

ჩინეთმა უზრუნველყო აგროსექტორის მთლიანი ტრანსფორმაცია, როდესაც  რეფორმების დაწყებიდან უკვე მეათე წლისთავზე შეძლო დაეპურებინა მილიარდიანი მოსახლეობა, რაც წარმოუდგენლად მიიჩნეოდა. ეს რეფორმაც განხორციელდა წმინდა სოციალისტური მოდელით, როდესაც გლეხებს მიწები გადაეცათ დასამუშავებლად კოლექტიური თანასაკუთრების პრინციპით;

უნდა აღინიშნოს ჩინური გეო-ეკონომიკის კიდევ ერთი კოდი, რომელიც  არის განათლების რეფორმა.ჩინეთმა დაძლია წერა-კითხვის მასობრივი უცოდინრობა და სასწავლო დაწესებულებების დეფიციტი.დღეს ჩინეთში 2 ათასზე მეტი უმაღლესი სასწავლებელია, სადაც განათლება უფასოა. ჩინური წამყვანი უნივერსიტეტები შედიან მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების ასეულში. განათლების რეფორმამ, გარდა სამეცნიერო პოტენციალის ზრდისა, კონკურენტუნარიანი მენეჯერების გამოშვებაც უზრუნველყო, რამაც გაზარდა ჩინური საწარმოების კონკურენტუნარიანობა საერთაშორისო ბიზნესში;

ნიშანდობლივია, რომ ყველა რეფორმა თავიდანვე სოციალურად ორიენტირებული იყო დაპრინციპულად ეწინააღმდეგებოდა საბაზრო კაპიტალიზმს. კონფუციანური სწრაფვა განათლებისაკენსწავლების ყველა დონეზე ქვეყნის მთავრობის ერთ-ერთი წამყვანი პრიორიტეტია დღემდე.კონფუციანური განათლების პრინციპებია თვითრეალიზება  და საკუთარი თავის დაძლევა (ცზი).

დღეს მსოფლიო სამეცნიერო და პოლიტიკური წრეები სულ უფრო იხრებიან იმ თვალსაზრისისაკენ, რომ  ჩინეთი არის არა მხოლოდ ევროცენტრიზმისა და ვესტერნიზმის  რეალური ალტერნატივა, არამედ  გლობალური ისტერნიზაციის მაგალითი. იაპონიამ და სამხრეთ კორეამაც განახორციელაეკონომიკური სასწაული გასული საუკუნის მეორე ნახევარში, მაგრამ არც იაპონია და არც სამხრეთ კორეა არ გამოსულან ევროპეიზმისა და ვესტერნიზმის საზღვრებიდან.

-ჩინეთი ცნობილია წარმოების ეკონომიკური მოდელით, ჩინეთში იწარმოება ან იკერება ამერიკული და ევროპული ბრენდების დიდი ნაწილი, რამდენად შესაძლებელია მსგავსი რელოკაციის საქართველოშიც გადმოტანა?

ჩინეთის კიდევ ერთი გეო-ეკონომიკური კოდი არის ეკონომიკის დივერსიფიკაცია. ჩინეთს ჰქონდა არჩევანი: აქცენტი გაეკეთებინა ტრადიციულ კონკურენტული უპირატესობის საქონელზე, ან მოეხდინა ეკონომიკის სრული მოდერნიზაცია. პირველის არჩევის შემთხვევაში ჩინეთი დიდი ალბათობით იქცეოდა ბრინჯის მწარმოებელ აგრო ჰაბად და ღარიბ ქვეყნად დარჩებოდა; იგივე შეიძლება ითქვას სამხრეთ კორეაზეც და ვიეტნამზეც, რომლებიც დღეს სამრეწველო კაპიტალიზმის ფლაგმანებად ითვლებიან.

მართალია, სადღეისოდ ჩინეთში წარმოებაზე ორიენტირებული ეკონომიკური მოდელი ეტაპობრივად ჩანაცვლება ხდება მომსახურების მოდელით, მაგრამ  სამრეწველო პროდუქციისუდიდესი ნაწილის მწარმოებელი დღემდე ჩინეთია. საქონლის ასორტიმენტი იწყება მანქანა-დანადგარებით და ელექტრონული ტექნიკის საქონლით და  მთავრდება ტექსტილით. ჩინეთი გარდა ავტომობილებისა აწარმოებს გემებს,  მეტალურდიულ პროდუქციას და ცემენტს. ჩინეთს პრაქტიკულად არა აქვს ენერგეტიკული პრობლემები, რადგან ყველაზე მეტი კაშხალი აგებული.

2017 წლის მონაცემებით ჩინეთი ავტომობილების ყველაზე დიდი მწარმოებელია  რაც ყოველწლიურად 29 მლნ ავტომობილს შეადგენს, შედარებსათვის აშშ აწარმოებს 11,2 მლნ ავტომობილს წელიწადში, ხოლო იაპონია-9,7 მლნ ერთეულს.

რეფორმების დაწყებიდან ორმოცი წლის შემდეგ, ჩინეთის მთლიანი შიდა პროდუქტი  მაჩვენებელი$13, 4 ტრილიონს აჭარბებს და მხოლოდ ამერიკის მაჩვენებელს ჩამორჩება, რომელიც 2018 წლის მიხედვით 20,5 ტრილიონ აშშ დოალრს შეადგენდა და ეს მაშინ, როცა  1978 წელს, ჩინეთის მშპმხოლოდ $150 მილიარდი იყო. ბოლო 20 წლის მანძილზე, ზრდასრული მოსახლეობის სიმდიდრე ერთსულ მოსახლეზე გაოთხმაგდა. ჩინეთში 600 მილიარდელია, რაც ასევე ყველაზე მაღალი მაჩვენებელიამსოფლიოში.

ბოლო წლებში ჩინეთს ჰქონდა ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა საშუალოდ 7.8 %-ზე მეტი, რაც აღემატება სხვა სწრაფი ეკონომიკური ზრდის ქვეყნებს, თუმცა ყველა ამ ქვეყანას რომლებსაც ბოლო ოთხ ათწლეულში საშუალოდ 5  %-ზე მაღალი ზრდა ჰქონდათ ახასიათებთ საერთო ნიშანი, რაც ეკონომიკის დივერსიფიკაციის მაღალი მაჩვენებელია.

აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ პრაქტიკულად ყველა ის ქვეყანა, რომლებსაც ჰქონდათ სწრაფი ეკონომიკური ზრდა, ეკონომიკის მაღალი დივერსიფიკაციით ხასიათდებოდნენ, განსაკუთრებით ეკონომიკის ტრანსფორმაციის პროცესში(სინგაპური, ვიეტნამი, ჰონ-კონგი, სამხრეთ კორეა, ირლანდია, იაპონია, ტაილანდი, მალააზია). ამას ადასტურებს საერთაშორისო თუ ადგილობრივი კვლევებიც. აღსანიშნავია, რომ ამ ქვეყნების ყველაზე მსხვილი საექსპორტო სასაქონლო ჯგუფები არატრადიციული იყო. მაგრამ რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, სამეწარმეო აქტივობა და ადგილობრივი წარმოების სტიმულირება დიდწილად განაპირობა სახელმწიფოს მხრიდან აქტიურმა და მიზანმიმართულმა მხარდაჭერის პოლიტიკამ. ეს თანაბრად ეხება ჩინეთსაც, და სხვა ქვენებსაც რომლებმაც ჩინეთისაგან განსხვავებით განვითარების საბაზრო კაპიტალიზმის ევრო-ამერიკული მოდელები აირჩიეს. ბუნებრივია, განვითარების შემდგომ ეტაპებზე წარმოებაზე ორიენტირებულიეკონომიკური მოდელი ჩანაცვლება ხდება მომსახურების მოდელით, რაც საფინანსო და ტურისტული ინდუსტრიის განვითარებით არის გამოწვეული და რაც აბალანსებს ორივე ამ მიმართულებას;

აქედან გამომდინარე, არსად ეკონომიკა მხოლოდ თავისუფალი ბაზრის და დერეგულირების და მომსახურების სერვისების პრიორიტეტებით არ განვითარებულა.

ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თავის ძლიერებასა და სავაჭრო ექსპანსიას ჩინეთმა ჩაკეტილ სივრცეში, მხოლოდ საკუთარ გამოცდილებაზე და ისტორიულ მეხსიერებაზე  დაყრდნობით როდი მიაღწია. მართალია, მისი პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემები არ იყო თანხვედრი დასავლური მოდელებისა, მაგრამ სწორედ აშშ ხელშეწყობითა და დასავლურ ორგანიზაციებში ინტეგრირებითმიაღწია ჩინეთმა ასეთ აღმავლობას.  ძალზე საინტერესოა შანხაის საფონდო ბირჟის ისტორიაც, რომელიც ამერიკელების უშუალო დახმარებით შეიქმნა 1990 წელს.  საფონდო ბირჟის განვითარებამ ჩინეთს საშუალება მისცა მნისვნელოვნად გაეზარდა სახელმწიფო კომპანიების კაპიტალიზაცია და მოეზიდა უცხოური ინვესტიციები. ცნობისათვის, შანხაის საფონდო ბირჟა (SSE) არის საფონდო ბირჟა, რომელიც დაფუძნებულია ქალაქ შანხაიში. შანხაის საფონდო ბირჟა მსოფლიო მეოთხე უმსხვილესი საფონდო ბირჟაა, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია, 2018 წლის აპრილის მდგომარეობით 5.5 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენდა.

საფონდო ბირჟა ამერიკელებმა ჩვენც გაგვიკეთეს და არაერთი მილიონი დოლარიც ჩაიდო, მაგრამ შედეგი საპირისპირო იყო.

სამწუხაროდ, საქართველოში წლების მანძილზე დომინირებდა ეკონომიკის ლიბერალური გაგების ეს მცდარი შეხედულება, რისი შედეგიც არის არა მხოლოდ ეკონომიკის არასექტორალური ხასიათი, არამედ საფონდო და საფინანსო ბაზრის განუვითარებლობა, საბანკო სფეროს დომინირება და მონოპოლიზაცია.

აქედან დასკვნა -სწრაფი ზრდა მხოლოდ ეკონომიკის დივერსიფიცირების, ბაზრის დემონოპოლიზაციის და სახელმწიფო მხარდამჭერი პროგრამების პირობებშია შესაძლებელი.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გეო-ეკონომიკური კოდი ეს არის ჩინური დიასპორის ჩართულობა ეკონომიკაში. ემიგრაციაში მყოფი ჩინელები (ჰუაციაო) ყოველთვის ჩინელებად რჩებოდნენ და მიიჩნევა, რომ თავად ჩინეთის სახელმწიფო პოლიტიკა უწყობდა ხელს მათ ემიგრაციაში დასაქმებასაც.ჩინეთის ეკონომიკაში დაბანდებული მრავალმილიარდიანი უცხოური ინვესტიციების 80 % ჩინელიემიგრანტების მიერაა განხორციელებული. მართალია, ქართული დისპორა სერიოზულ ზეგავლენას ახდენს ჩვენს ეკონომიკაზე, მაგრამ ეს მაინც ფულადი გზავნილების ანუ ოჯახების დახმარების დონეზეა და ნაკლებ მოიცავს სერიოზულ ინვესტიციებს, რისი პოტენციალიც სწორი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავების შემთხვევაში ჩვენც ნამდვილად გვაქვს, თუნდაც „აწარმოე საქართველოს“ მსგავსი პროექტების ფარგლებში.

ჩინური გეო-ეკონომიკის კიდევ ერთი კოდი საერთაშორისო დაკრედიტების არეალის გაფართოებაა. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში ჩინეთმა განვითარებად ქვეყნებს უფრო მეტი კრედიტები გამოუყო,ვიდრე მსოფლიო ბანკმაჩინეთი წარმოადგენს უმსხვილეს ინვესტორს აშშსთან და იაპონიასთანერთად.

-ჩინეთი დღეს ითვლება ერთ-ერთ ყველაზე მზარდ ლოჯისტიკურ ჰაბად, რა შეიძლება ჩვენთვის ამ მიმართულებითაც საინტერესო იყოს?

2010 წლისათვის  ჩინეთი უკვე გადავიდა მაღალტექნოლოგიური პროდუქციისწარმოებაზე. იქმნება ახალი თანამედროვე ლოჯისტიკური ჰაბები. ჩინური საკომუნიკაციო დაკომპიუტერული  ბრენდები მსოფლიოში ცნობილია. ჩინეთი არ იშურებს თანხებს ხელოვნურიინტელექტის განვითარებისათვის. ჩინეთის წილი სამეცნიერო კვლევებში სულ უფრო იზრდება. დიდითანხებია მიმართული კოსმოსურ კვლევების მიმართულებითაც.

ჩინეთის გეო-პოლიტიკური და გეო-ეკონომიკური სტრატეგიის შემადგენელი ნაწილია პროექტიერთისარტყელი, ერთი გზა“ (One Belt, One Road, OBOR).  ჩინეთმა ჩადო მრავალმილიარდიანი ინვესტიციებიOBOR-ის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაში, რომელიც არის ამ საუკუნის ყველაზე გლობალური და მაშტაბური მეგაპროექტი,რომელმაც უნდა დააკავშიროს აზიის, აფრიკის და ევროპის60 ქვეყანაზე მეტი. OBOR  -ის სტრატეგიის რეალიზაცია 2013 წლიდან დაიწყო. ამ პროექტის მაშტაბებზე ისიც ნათლად მიუთითებს, რომ მოცულობით 12-ჯერ აღემატება 1947 წელს დაწყებულ ჯორჯ მარშალისგეგმას, რომელიც მიზნად ისახავდა დასავლეთ ევროპის ფეხზე წამოყენებას, მეორე მსოფლი ომის დამაგრეველი შედეგების აღმოსაფხვრელად და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია მიმართული იყო მზარდი „წითელი საფრთხის“ ნეიტრალიზაციისათვის. საქართველოს არის რა ამ მნიშვნელოვან პროექტში ჩართული, აქვს კარგი შესაძლებლობა გახდეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო დერეფანი და ლოჯისტიკური ჰაბიც, როგორც სტრანსპორტო, ასევე საწარმოო სიმძლავრეების რელოკაციის მიმართულებით და არა მხოლოდ OBOR  -ის ფარგლებში; ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტიც სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ.

ჩინეთის გამოცდილება იმითაც არის საინტერესო, ის არ ჩაიკეტა თავის ეგოცენტრულ მოდელში. ქვეყანა განსაკუთრებით ბოლო წლებში ახორციელებს  საბაზრო კაპტალიზმის ელემენტების სულ უფრო მეტ ინტეგრირებას. მიმდინარეობს ეკონომიკის ლიბერალიზების პროცესი, რომელიცრეალურად  მოიცავს ყველა დარგს.  სახელმწიფო საწარმოების აქტიური დემონოპოლიზაციურიპროცესებ. სახელმწიფო ბანკებთან ერთად იზრდება კერძო, მათ შორის უცხოური ბანკების რიცხვი.სახელმწიფო საწარმოების ნაწილი გადადის კერძო ინვესტორთა ხელში. დღეს ჩინეთში თავისუფლადმოღვაწეობს მრავალი უცხოური კომპანია, რომელებსაც ლიბერალური ინვესტიციო და საგადასახადო გარემოში უწევთ ფუნქციონირება.

2019 წელს ჩინეთის ეკონომიკური ზრდის კვლავ მაღალ 6%-ზე შესანარჩუნებლად  მოსალოდნელიაიმპორტზე ტარიფების შემცირება, ჩინურ ბაზარზე შესვლის ბარიერების საგრძნობი დაწევა და სხვაფისკალური ინსტრუმენტების გამოყენება.

ამ თვალსაზრისით, მთავრობის მხრიდან მოსალოდნელია 4 ტრილიონი იუანის (US$579 მილიარდი)გამოყოფა, რეფორმების მხადასაჭერად, რაც მოიცავს გადასახადების კიდევ უფრო დაწევას,ობლიგაციების გამოშვებას, სახელმწიფო ფონდების შექმნას და .. კიდევ ერთი სექტორი სადაცჩინეთმა მოსალოდნელია, შეამციროს შეზღუდვები გახლავთ ინფრასტრუქტურა და იპოთეკური ბაზარი.

Share