Home » ახალი ამბები » გიმნაზია აია-ჯესს-ში მასწავლებელთა საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა
გიმნაზია აია-ჯესს-ში მასწავლებელთა საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა

გიმნაზია აია-ჯესს-ში მასწავლებელთა საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა

დღეს, გიმნაზია აია-ჯესს-ში გაიხსნა მასწავლებელთა საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც 20-მდე ქვეყნის, 50-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს.

კონფერენციის მიზანია საგანმანათლებლო სექტორში მთავარი ღირებულებებისა და ახალი მეთოდიკის დანერგვა, საერთაშორისო საგანმანათლებლო ფონდების მაქსიმალური ჩართულობით, მაღალი აკადემიური მოსწრებისა და შესაბამისი უნარების მქონე მოსწავლეების გაცვლითი პროგრამების მომზადება, სასწავლო პროცესში თანამედროვე მეთდების გაზიარება და მომავალ თაობაში ძირითადი საგანმანათლებლო ღირებულებების ჩამოყალიბება.

კონფერენცია, რომელშიც აშშ-ს, გერმანიის, ლუქსემბურგის, ჩინეთის, უკრაინის, თურქეთის, ყაზახეთის, უზბეკეთის და სხვა ქვეყნების წარმომადგენლები მონაწილეობენ უკვე 5 წელია, სტოკჰოლმსა და რიგაში იმართება,ხოლო საქართველოში ის პირველად ჩატარდა.

Share