Home » მსოფლიო » ღორებს ახალი, მომაკვდავი ვირუსი აღმოუჩინეს, რომელიც გადამდებია
ღორებს ახალი, მომაკვდავი ვირუსი აღმოუჩინეს, რომელიც გადამდებია

ღორებს ახალი, მომაკვდავი ვირუსი აღმოუჩინეს, რომელიც გადამდებია

მეცნირერები შიშობენ, რომ ახალი, მომაკვდავი ვირუსი, რომელიც ღორებს აღმოუჩინეს ადამიანებზეც შეიძლება გავრცელდეს

ახლახანს იდენტიფიცირებული ღორის ვირუსი ადამიანთა პოპულაციის პოტენციური მკვლელია, მიუთითებს კვლევა, რომელიც ოჰაიოს შტატშის უნივერსიტეტში ჩატარდა. ამის შესახებ Telegraph-ი წერს.

ვირუსი პირველად შემჩნეული იქნა 2012 წელს ჩინეთში. ლაბორატორიის ტესტებმა აჩვენეს, რომ მარტივად მოძრაობს სხვადასხვა უჯრედებს შორის და ვირუსის გადადების შანსი ადამიანებისთვის მაღალია.

ამ ვირუსს ბევრი საერთო მახასიათებლები აქვს სხვა მომაკვდავ ვირუსებთან, როგორებიცაა Sars (severe acute respiratory syndrome) და Mers (Middle East respiratory syndrome), რომლებმაც ერთად 1,000 ადამიანის სიცოცლე იმსხვერპლეს.

პროფესორ ლინდა საიფმა, რომელმაც მონაწილეობა მიიღოო ოჰაიოს შტატის უნივერსიტეტის კველვაში განაცხადა:
“ჩვენ ძალიან აღშფოთებულნი ვართ ამ ახალი ვირუსის გამო და ვნერვიულობთ იმაზე თუ როგორ იმოქმედებს ის ცხოველებზე და ადამიანებზეც.”

როდესაც ის პირველად ღორებში შეამჩნიეს, მაშინ როგორც მომაკვდავ ვირუსულ დაავადებასთან არ იყო ასოცირებული.

2014 წელს ეს ვირუსი ღორების დიარეას გავრცელების მიზეზად იქცა ოჰაიოშო. მას შემდეგ ეს ვირუსი სხვა ქვეყნის ღორებშიც გავრცელდა.

ვირუსით დაავადებულ ღორებს მოძრაობა ურთულდებათ და გულის რევას განიცდიან. შეიძლება მოკვდნენ.

ახალი კვლევა, მოხსენებული National Academy of Sciences-ში, აჩვენებს როგორ უმიზნებს ვირუსი სპეციფიურ რეცეპტორ მოლეკულას უჯრედის ზედაპირზე. რეცეპტორზე შეერთების შემდეგ, ვირუსი უცხო სხეულში სახლდება.

დოქტორ სკოტ კენიმ, ოჰაიოს შტატის უნივერსიტეტიდან განაცხადა:

”რეცეპტორი კარის საკეტივითაა. თუ ვირუსი მასში ჯდება, მას უჯრედში შეღწევა და სხეულის დაავადება შეუძლია.”

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში ღორის ხორცის მწარმოებელი ყველაზე დიდი კომპანია  Smithfield Foods-ი, გეგმავს ღორები ადამიანებისათვის  გადასანერგი ორგანოების გამოზრდისთვის გამოიყენოს, იუწყება ჟურნალი ScienceAlert.

სპეციალისტები ცხოველების დნმ-ში ცვლილებების შეტანას გეგმავენ, რითაც მათი გული და ფილტვები ტრანსპლანტაციისთვის ვარგისი იქნება. კომპანიის წარმომადგენლების თქმით , ეს ბიოლოგიური ნარჩენების შემცირებასაც შეუწყობს ხელს.

Smithfield Foods უკვე ამარაგებს ღორების ქსოვილებითა და ორგანოებით სამედიცინო კომპანიებს. ასე მაგალითად, ღორის ნაწლავის ლორწოვანი გარსი ჰეპარინის მისაღებად გამოიყენება (ანტიკოაგულანტი, რომელიც ქირურგიული ოპერაციის დროს სისხლის შედედებას უშლის ხელს).

ერთ-ერთი პრობლემა, რის გამოც ვერ ხერხდება ღორის ორგანოების ადამიანისთვის გადანერგვა არის ცხოველური გენი, რომელიც კონკრეტული ვირუსების მიმართ მგრძნობიარეა.

წარმატებული გადანერგვისა და ორგანოს სრულყოფილი მუშაობისთვის საჭიროა შესაბამისი დნმ-ის აქტივობის ბლოკირება.

ახალი ვირუსის აღოჩენის შემდეგ, ამ პროექტის განხორციელბა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, რადგან როგორც კვლევამ აჩვენა ახალი ვირუსი, რომელიც ღორებში გავრცელდა, მომაკვდავია და გადამდებია.

ზაზა ხორბალაძე

Share