Home » საზოგადოება » გერმანული გამოცემა „შპიგელი“ – საქართველო ისეთივე უსაფრთხოა, როგორიც გერმანია
გერმანული გამოცემა „შპიგელი“ - საქართველო ისეთივე უსაფრთხოა, როგორიც გერმანია

გერმანული გამოცემა „შპიგელი“ – საქართველო ისეთივე უსაფრთხოა, როგორიც გერმანია

საქართველო ისეთივე უსაფრთხოა, როგორიც გერმანია, – ამის შესახებ გერმანული გამოცემა „შპიგელი“ წერს. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც შსს იუწყება, გერმანულ ჟურნალ „Spiegel“- ში სტატია სათაურით „რამდენად უსაფრთხოა მსოფლიო” 15 ნოემბერს გამოქვეყნდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სტატიის ავტორი სხვადასხვა წყაროსა და კვლევით ორგანიზაციაზე დაყრდნობით მსოფლიოში უსაფრთხოების მდგომარეობას მიმოიხილავს.

„წელს მსოფლიო უფრო მშვიდი გახდა“ – ამის შესახებ ფრედერიკ ბლამმა (International SOS-ისგენერალურმა მენეჯერმა გერმანიაში) „Spiegel“-ს განუცხადა.

რამდენად მაღალია ტერორიზმისა და ძალადობის რისკი, რამდენად სახიფათოა საგზაო მოძრაობა, სად არის სამედიცინო პრობლემები – ეს ის საკითხებია, რომელთა მიხედვითაც სხვადასხვა ქვეყანაში არსებული მდგომარეობა შეფასდა.

„საქართველო ისევე უსაფრთხოა, როგორც გერმანია – Travel Risk Map-ის თანახმად, საფრთხის რისკი ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ნორვეგია, სლოვენია და შვეიცარია, საკმაოდ უმნიშვნელოა, ხოლო აშშ-ში, გერმანიასა და ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში კი – „დაბალი“.

International SOS-ის კვლევების თანახმად, სხვა ქვეყნებთან ერთად, მდგომარეობა უსაფრთხოების კუთხით პოზიტიურად შეიცვალა საქართველოშიც, კერძოდ რისკი „საშუალოდან“ გადავიდა „დაბალზე“, რადგანაც უსაფრთხოების გარემო ქვეყანაში სტაბილურია.

Share